საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები "პრეზიდენტის თასის" ფინალში ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო ვერ გავიდა
დღეს, 25 ივნისს, ასტანაში, "პრეზიდენტის თასზე" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის მატჩში გადაწყდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფინალში ვერ გავიდა.

საქმე იმაშია, რომ ორივე ნაკრებმა თანაბარი ქულები დააგროვა; ზუსტად ერთნაირი იყო ბურთების შეფარდებაც - 4/1. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით კი, გამარჯვებულის ვინაობა გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებს 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა, აზერბაიჯანს - 3. შესაბამისად, ფინალში აზერბაიჯანი გავიდა.

ტურნირის ფინალური მატჩები 26 ივნისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის მატჩში ყაზახეთი-ტაჯიკეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

"ძალიან ცუდია, რომ გამარჯვებული ყვითელი ბარათების მიხედვით გამოვლინდა, მაგრამ რას ვიზამთ? კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ მატჩი პენალტების სერიით დასრულებულიყო.

მსაჯმა იცოდა, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი ბარათებით გადაწყდებოდა და მკაცრად არ სჯიდა მატჩს. თუმცა, გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი წინ გვაქვს - ბევრი მატჩი და ვეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთისა (2:0) და ბელორუსის (2:1) ნაკრებებს მოუგო.

U17. პრეზიდენტის თასი 2015

25.06.2015, "ასტანა არენა"

საქართველო-აზერბაიჯანი 0:0

საქართველო U17: გუგეშაშვილი, ნიკოლეიშვილი, ასათიანი, ქაფიანიძე, ვირუბოვი, ხარაბაძე, ნინუა, ქიმერიძე (ბარაბაძე 41), (სპანდერაშვილი 60), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ლურსმანაშვილი

მთ. მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი

აზერბაიჯანი U17: მ. ჰუსეინოვი, სეილიღლი, ჰასანოვი (ა. ჰუსეინოვი), ასადოვი, გადირზადე, ნაბიევი, გულერი, გასიმოვი (მეხდიევი), გარაევი, მულტარლი, ოკსუზი (გასიმლი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ემზარი
გასაგებია რომ ეწერა დებულებაში არ ვიცოდი მაგრამ პირველად გავიგე რომ ყვითელი ბარათების გამო გადაწყვიტენ გამარჯვებულის გამოვლენა მაინც მიმაჩნია არა სპორტულად და არასამართლიანად თან ჩვენ უტევდით ისინი თავს იცავდნენ უხეშობდნენ არბიტრმა კი არ გააფრთხილა ისინი ესაა სამართალი ? და სპორტული?
1
ყველა ტურნირის დებულებაში წერია თავისი რიგითობით თანაბარი ქულების დაგროვებისას რას ენიჭება უპირატესობა და ერთ-ერთი არის ყვითელი ბარათები. ეს ჯგუფური ტურნირის შეხვედრა იყო და პენალტებს ვერ დაარტყამდნენ. აზერებს ეს დათვლილი ექნებოდათ ჩვენგან განსხვავებით, ესაა პრობლემა
ემზარი
რომელ გამოჩენჩერებულს მოუვიდა თავში რომ ყვითელი ბარათების გამო გამოევლინებინათ გამარჯვებული ასეთი რამ არსად გამიგონია და არსად მინახავს დასკვნა ერთია ჩვენ სხვანაირად ვერ დაგმამარცხეს ასეთ ვითარებაში მიტომაა მოგონილი პენალტები ვაი ტურნირის ორგანიზატორებს როგორცაა დემოკრატიულად და სამართლიანად არჩეული ყაზახეთის პრეზიდენტი ისე სამართლაიანად ატარებენ პრეზიდენტის თასს ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს ისინი გამარჯვებულნი არიან
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
სუპერლიგის ოლ სტარისთვის სასტარტო ხუთეულები შეირჩა | მწვრთნელები სათადარიგოებს დაასახელებენ
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"რეალიდან" წადი - არბელოამ ალექსანდერ-არნოლდს რჩევა მისცა
ზივზივაძე "ლაიფციგთანაც" ვერ ითამაშებს
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
პსჟ მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება? - პარიზელები შეტევით ხაზში გაძლიერებას გეგმავენ
ეს მართლაც შესაძლებელია? - საუდის არაბეთის კლუბმა ვინისიუსს გიჟური კონტრაქტი შესთავაზა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
პსჟ-ის აუტსაიდერთან სტუმრობის დღე - "ნიუკასლის" წინ
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ქართველმა 17-წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" რუსეთს ბელორუსიც მიაყოლეს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 17-წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" რუსეთს მოუგეს
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
8 გოლი ყაზახთა კარში - 17-წლამდელები "პრეზიდენტის თასიდან" ბრუნდებიან
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს