პირლო ამერიკას ეჩვევა, იტალია - პირლოს გარეშე ფეხბურთს
არიან ფეხბურთელები, რომელთა თამაში მოგვენატრება და ასეთია ანდრეა პირლო. 36 წლის იტალიელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას "ნიუ იორკ სიტიში" გააგრძელებს.

ანდრეა ამერიკაშია, ახალი გუნდის მატჩს დაესწრო და შემდეგ მინდორზე გავიდა, რათა თანაგუნდელებს მისალმებოდა - დავიდ ვილიას გადაეხვია, კარგა ხანს ებაასა, დანარჩენებს კი ხელი ჩამოართვა და შემდეგ გულშემატკივრებისთვისაც მოიცალა. ის, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა, ცალკე სალაპარაკო თემაა - ქომაგები ფეხზე დაუდგნენ ვეტერან იტალიელს და კარგა ხანი ტაში და ოვაციები არ წყდებოდა. პირლო უკვე ლეგენდაა და "ნიუ იორკ სიტის" თამაშზე მისმა გამოჩენამ ეს კიდევ ერთხელ ცხადყო.

მომდევნო კვირას, პირლო ახალ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების ჩათვლით კი, თანხა 7 მილიონამდე შეიძლება ავიდეს. ანდრეამ ამერიკელ ჟურნალისტებს კომენტარი მისცა:

"ძალიან სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრები ასე თბილად დამხვდნენ, ჩემი ვალი კი ის გახლავთ, რომ მათი ნდობა გავამართლო. "ნიუ იორკ სიტიში" შესანიშნავი შემადგენლობაა და ამ გუნდს მე და ფრენკ ლემპარდიც დავემატებით. ბევრს ჰგონია, რომ ამერიკაში ფეხბურთი ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ ასე ნამდვილად არაა - პირიქით, აქ უამრავი ადამიანი ერკვევა სპორტის უპირველეს სახეობაში და ტრიბუნებიც მუდმივად სავსეა. კანადაში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და ისიც კი უდიდეს ინტერესს იწვევს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამერიკაში საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო".

პირლოსთან ერთად, ამერიკული ლიგა ბევრად სანახაობრივი გახდება და კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს მიიზიდავს, ევროპული ფეხბურთი კი კიდევ ერთმა დიდმა ფეხბურთელმა, დიდმა მაესტრომ დატოვა.

როგორც აღმოჩნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ჩვენ ვემშვიდობებოდით არა მხოლოდ ჩავის, არამედ პირლოსაც. მართალია, ანდრეა ევროპის ჩემპიონატზე აპირებს ჩასვლას და ამერიკაში კიდევ მინიმუმ 2 წელი თამაშს, მაგრამ ევროპულ საკლუბო ფეხბურთს დაემშვიდობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირლო ჩვენ მოგვენატრება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა
პირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა
"რატომ დავტოვე "მილანი"? - პირლომ განმარტა
"იუვენტუსს" ბონუჩი აღარ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი შესაძლოა, იტალიის სერია B-ში აღმოჩნდეს
პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის