ვარსკვლავს სამწლიანი კონტრაქტი უნდა
"მაიამი ჰიტის" ლიდერმა დუეინ უეიდმა არ გამოიყენა კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელების პუნქტი, რომლის მიხედვითაც მომავალ სეზონში 16.1 მილიონ დოლარს მიიღებდა. ასე რომ, პირველი ივლისიდან ეს კალათბურთელი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

33 წლის უეიდს სურს გააფორმოს ახალი ხელშეკრულება, რომელიც მინიმუმ სამწლიანი იქნება, ხოლო ხელფასის საშუალო ოდენობა 16 მილიონ დოლარს გაუტოლდება. იმის გამო, რომ წინა წლებში "ჰიტში" ძლიერი კალათბურთელების მოსაზიდად უეიდმა ჯამში 27 მილიონი დოლარი დაკარგა, ახლა, ის ფინანსურ დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

როგორც ჩანს, კევინ ლავი დიდი ხნით დარჩება "კლივლენდ კავალიერზში". კლუბის ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს აპირებს ფორვარდთან მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას. უფრო ადრე კალათბურთელმა აცნობა "კლივლენდს", რომ კონტრაქტის გაწყვეტა და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა სურს.

წყაროს ცნობით, "კავალიერზმა" 26 წლის ფორვარდს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის განმავლობაშიც ლავი 110 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში კევინმა 75 მატჩი ჩაატარა რეგულარულში და საშუალოდ 16.4 ქულა, 9.7 მოხსნა და 2.2 შედეგიანი პასი დააგროვა.

"მინესოტას" ვეტერანი ფორვარდი კევინ გარნეტი არ დაასრულებს კარიერას ამ ზაფხულს, - იტყობინება CBS. კალათბურთელმა "მგლებთან" კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ვეტერანი "ბრუკლინიდან" თავის მშობლიურ კლუბში გასული სეზონის მსვლელობისას დაბრუნდა. ამ ტრანსფერის შემდეგ, სხვადასხვა დაზიანების მიზეზით, გარნეტმა მხოლოდ ხუთ მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
ქართველების გარეშე - "სპორტინგმა" "ფამალიკაოს" სძლია
სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა
გულიაშვილის "რასინგს" "ეიბართან" მარცხი შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"რეალს" გაუმართლა, რომ ვინისიუსი ჰყავს" - ალვარო არბელოა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] რა პენალტი და რა თავური - "სენტ-ეტიენმა" დავითაშვილის დუბლით "გენგამს" მოუგო