18 ივლისს კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის ნახვის შესაძლებლობა "თბილისი მოლში" მოსულ ყველა გულშემატკივარს ექნება

17-18 ივლისს საქართველოში პირველად ჩამოდის ევროპის ჩემპიონთა თასი. თასთან ერთად, თბილისში მოემგზავრება ფიბას საორგანიზაციო ჯგუფი, რომელთან ერთადაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს ევრობასკეტის თასის თბილისური ტური.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, თასი 17 ივლისს გამოიფინება დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში (მეტეხი, აბანოთუბანი, მშვიდობის ხიდი, გმირთა მოედანი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია...), ქართული სპორტისა და ხელოვნების მუზეუმებში.

18 ივლისს კი თასი "თბილისი მოლში" გამოიფინება, სადაც 3x3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ტარდება და მისი ნახვის შესაძლებლობა "თბილისი მოლში" მოსულ ყველა გულშემატკივარს ექნება.

ევროპის საჩემპიონო თასი გარდამავალია. იგი 23 სანტიმეტრი სიმაღლისაა, იწონის 18 კილოგრამს და შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ ქვას. თასი მოოქროვილია და გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს, მათ შორის: აქატი, ამეთვისტო, ყვითელი კვარციტი, გრანიტი, მალაქიტი. მისი ავტორია ცნობილი გერმანელი ოქრომჭედელი გიუნტერ შიობელი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან აღნიშნული თასისთვის ბრძოლას ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები დაიწყებს, რომელთა შორის საქართველოცაა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ხორვატიაში ითამაშებს საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიის, მაკედონიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ.

წყარო: www.gbf.ge

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა