96-ე ფინალი და 67-ე ტიტული
ტრიუმფალური გამოდგა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ესპანელი რაფაელ ნადალის დაბრუნება. გუშინ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ფინალში იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა - 7:5, 7:5. ნადალმა რევანში აუღო აპენინელს ამ სეზონში ორი მარცხისთვის - რიო-დე-ჟანეიროსა და ბარსელონას ტურნირებზე. ურთიერთშეხვედრებში რაფა ფონინის 5:2-ს უგებს.

სასტარტო გეიმი 12 წუთი გაგრძელდა და ფონინიმ ბრეიკით გახსნა ანგარიში. ნადალმა სამი გეიმის შემდეგ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, ბოლოს კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და 77 წუთში მოიგო პირველი პარტია - 7:5.

მეორე სეტში რაფამ პირველმა აიღო მეტოქის მოწოდება და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ფაბიომ იქვე უპასუხა მეტოქეს. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა კიდევ სამი ბრეიკი შეასრულეს და ფონინიმ სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. იტალიელმა სეტბოლიც გამოიმუშავა, მაგრამ ესპანელმა ეს საფრთხე მოიგერია, კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 5:5. ფაბიო ფსიქოლოგიურად გატყდა და ზედიზედ ორი გეიმი დათმო. ნადალმა პირველივე მატჩბოლი გამოიყენა და 2 საათსა და 34 წუთში მოიგო.

ესპანელმა კარიერაში 96-ე ფინალი ითამაშა და 67-ე ტიტული მოიგო. ფონინის ანალოგიური მაჩვენებელებია - 10 ფინალი და სამი ტიტული. რაფაელმა წელს პირველად მოიგო გრუნტის ტურნირი და 2004 წლიდან მოყოლებული, ამ საფარზე სეზონში ერთ ტიტულს მაინც იღებს.

პარალელურად, ქალაქ გშტაადში მიმდინარეობდა შვეიცარიის ღია პირველობა, რომლის ფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ბელგიელი დავიდ გოფენი.

ბოლო დროს, ტიმი აშკარად ფორმაში შევიდა: გასულ კვირას, მან უმაგის ტურნირში გაიმარჯვა, გუშინ კი 7:5, 6:2 მოუგო გოფენს. ავსტრიელისთვის ეს მესამე ტიტულია ამ სეზონში - კიდევ ერთი მოგება ქალაქ ნიცაში ჰქონდა.

პირველ სეტში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ბრეიკი ტიმმა შეასრულა და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორჯერ მეტოქის მოწოდება გოფენმა აიღო. ბელგიელმა ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება, რადგან მეათე გეიმში ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა - 5:5. ტიმმა სეტში მესამე ბრეიკით, პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:5.

მეორე სეტის სტარტზე, ავსტრიელი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მდევრის როლში, მაგრამ შემდეგ შვიდი გეიმიდან ექვსი მოიგო და მატჩი და ტიტული მას დარჩა. საათი და 26 წუთის განმავლობაში, ტიმმა ხუთი ეისი შეასრულა და 12-დან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
[VIDEO] გულიაშვილის გოლი, მაღალი შეფასებები და "რასინგის" ლა ლიგისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-2 ტორპედო. აუტსაიდერს მოგება შეეძლო...
გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგი" სან-სებასტიანში 2:0-ს იგებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 დილა. შეცვლამ დროზე მოუსწრო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 მეშახტე. დებიუტანტის ღირსეული ქულა
7-ქალა მონაკოს ტურნირზე ითამაშებს
WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
არანაირი გარანტიები - "ბარსელონა" ფლიკს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის