სკანდალი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლოგოსთან დაკავშირებით
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლოგოს დიზაინერი კენძირო სანო პლაგიატში ამხილეს. შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს შედგა ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ემბლემის პრეზენტაცია. მასზე გამოსახულია ასო "T", რომელიც მარტივი გეომეტრიული ფიგურებით არის შესრულებული.

მოგვიანებით, ბელგიელმა დიზაინერმა ოლივიე დებიმ, რომელმაც შეიმუშავა ქალაქ ლიეჟის თეატრის ლოგო, გამოთქვა აზრი, რომ მის ნამუშევარსა და 2020 წლის ოლიმპიადის ემბლემას შორის სერიოზული მსგავსებაა.

თუმცა, კენძირო სანომ უარყო მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები: "რა თქმა უნდა, თუ თქვენ ხელოვნებას ემსახურებით, გარკვეული საგნების გავლენის ქვეშ ხართ. თქვენ არ იწყებთ მუშაობას ნულიდან, რადგან ყოველდღიური ცხოვრება გარკვეულ კვალს ტოვებს თქვენს ცნობიერებაში. მაგრამ, ხელოვანი ადამიანებისთვის საბაზო პრინციპი და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემაა ის, რომ არასოდეს მიმართოს პლაგიატს".

სანო უამრავი პრიზის მფლობელია, მათ შორის, ოქროს მედლები აქვს მოპოვებული რეკლამის საერთაშორისო ფესტივალებზე - "კანის ლომები" და "შავი ფანქარი" (უმაღლესი ჯილდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა