წარმოვიდგინოთ, შინდისფერ კოსტუმში გამოწყობილი მუქსათვალიანი მესი როგორ შედის გლდანის მეტროში
იცით, რა ურჩია ჭაბუკ მესის რონალდინიომ? ქუჩაში რომ გადიხარ, ვარცხნილობა შეიცვალე, სათვალე გაიკეთე, რომ ხალხმა არ გიცნოს და არ შეგაწუხოსო.

თავად რონალდინიო ასე იქცეოდა, ვარცხნილობასაც იცვლიდა და კბილებიც, ალბათ, სათადარიგო ჰქონდა.

ლიონელ მესი ბრაზილიელი ვარსკვლავის მეგობრულ რჩევას არ ითვალისწინებს, ჯერჯერობით არავის აღმოუჩენია პარიკიანი ლეო ქუჩაში.

არადა, მისთვისაც როგორი საინტერესო იქნებოდა თბილისის მეტროში სუპერთასზე მიმავალი მესებისთვის თვალის დევნება, 11 აგვისტოს საღამოს ხომ ორი კაციდან ერთს მესის ფორმა ეცვა, ბოლო გაჩერება "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩი იყო.

თუკი ლეო მესისთვის იქნებოდა საინტერესო თბილისში მგზავრობა, ჩვენთვის ორმაგად საინტერესო უნდა იყოს მისი ქართული შთაბეჭდილებები.

ჰოდა, წარმოვიდგინოთ, შინდისფერ კოსტუმში გამოწყობილი მუქსათვალიანი მესი როგორ შედის გლდანის მეტროში და როგორი მოთმინებით ელის თავის რიგს ჩასარიცხ აპარატთან.

ქართულიც ესმის, რა თქმა უნდა. თუმცა, მეტროს ტურნიკეტთან მისულს მოღიმარი ყმაწვილის ნათქვამიდან ერთი სიტყვა არ ესმის: "ბრატ", შეგიძლია, გამატარო?

ესკალატორზე სამი ნაბიჯით შეასწრო წყვილმა, რომელთაგან ქერათმიან ქალბატონს "ბარსელონას" ფორმა ეცვა, მამაკაცს - შავი პერანგი, შავი შარვალი, ამავე ფერის ფეხსაცმელი, ხელში კი ბადისებრი ნაჭერი ეჭირა.

- ეს ხომ პიკე-შაკირას წყვილია! შაკირა ქმარს სუპერთასის მატჩზე მიჰყვება, უნდა უქომაგოს, როგორც ყოველთვის. გულშემატკივრობაც ასე უნდა! აბა, ჩემს ცოლს თამაშიდან დაბრუნების შემდეგ რომ ვახარებ, ოთხი გოლი გავიტანე-მეთქი, ყოჩაღო ისე მშრალად მეუბნება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, - ასეთი აზრი ბადიანი კაცისა და ქერა ქალის დანახვაზე აუცილებლად გაუელვებდა თავში ლიონელ მესის, მაგრამ ესკალატორიდან ჩასული კარგად დაინახავდა, რომ არც ქალის ასაკი შეესაბამებოდა შაკირასას და არც მამაკაცის სისქე-სიმაღლე - პიკესას.

ვაგონში შესვლისას კი შერლოკ ჰოლმსის ალღოთი გაშიფრა წყვილი: ქალმა ქმარს ჩაულაპარაკა - კიდევ კარგი, პიკასო კარტოფილი შევაშველეთ თურქულს, თორემ, მეზობელ ზაირას კლიენტებს ვერ წავართმევდით და "ბარსას" თამაშის ბილეთებსაც ვერ ვიყიდიდითო...

მეტროსადგურ დიდუბეში, ვაგონში ერთი აფორიაქებული ახალგაზრდა ავიდა, წყვილს შეხედა, ორივე თავაწევით იჯდა; გვერდზე მდგომ ღიპიან კაცს შეხედა, წარბშეკრული რომ დაინახა, უმალ თვალი მოარიდა; გაბადრული სახით მჯდომი მესი რომ დაინახა, დაიხარა და ჩუმად ჰკითხა:

- ეს მეტრო ვაგზალზე მიდის?

ფეხბურთელმა თავი დაუქნია და დაფიქრდა:

- აშკარად შორიდანაა ჩამოსული.

დიდუბისგან განსხვავებით, მომდევნო გაჩერებაზე ვაგონში მხოლოდ ერთი კაცი შევიდა. უფრო სწორად ბიჭი. მასაც "ბარსელონას" ფორმა ეცვა, ოღონდ მკლავებზე ფირმა "კაპას" ზოლი გასდევდა.

იმ დროის მაისური იყო, "ბარსაში" აბელარდო, ბაკერო და გვარდიოლა რომ თამაშობდნენ. მესი ფიქრებში წავიდა: ისე, 1992 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში "სამპდორიას" კარში ჯარიმა რომ დაინიშნა, გუნდში რომ ვყოფილიყავი, მე დამარტყმევინებდნენ, თუ რონალდ კუმ...

- რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს!!!!! არ ვიცი რას დავაბრალოოო!!!! - ბიჭის მჭექარე ხმამ მესის ფიქრები ისე გაფანტა, როგორც კახური სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობამ ღრუბლები. ლეომ ჯიბე მოიჩხრიკა, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდა, საკრედიტო ბარათი კი, ვერ გაიმეტა...

ამასობაში დინამიკმა ლამაზი ხმით გამოაცხადა: სადგურის მოედანი, გადასასვლელი მეორე ხაზზე. დიდუბეში რომ ამოვიდა, ის ახალგაზრდა სწორედ სადგურზე დაჯდა, ლეომ თითით ანიშნა, უნდა ჩამოხვიდეო. ანიშნა და ინანა კიდეც. სტადიონამდე ისე იარა, "დიდუბელი" გვერდიდან არ მოშორებია.

- ჯიგარი ყოფილხარ, ერთი კათხა ლუდი უნდა დაგალევინო, - შესთავაზა მესის, რომლის ლექსიკონშიც სიტყვა ჯიგარი ვერ მოიძებნა, თუმცა უარყოფითი რომ არაფერი იყო, ისედაც მიხვდა.

- არ ვსვამ, მადლობა.

- ლუდს არ სვამ? აბა, შენ ყოფილხარ რა!

- დღეს თამაში მაქვს, ასეთ დროს კი არ ვსვამ.

- შენც მყავდე მესი, დღეს სუპერთასია, შენ კი უბნელებთან აპირებ ბურთაობას. მოიცა, ბილეთი არა გაქვს?

- არც ბილეთი მაქვს.

- დამელოდე, - ხელი მხარზე დაჰკრა "დიდუბელმა" და ბარსასმაისურიანთა ჯგუფისკენ გაქანდა.

ცოტა ხანში იმედგაცრუებული დაბრუნდა:

- 18-ლარიანი ბილეთები არ ჰქონდათ, ისეთი ფასი მომიხიეს, ხელფასი არა მაქვს მაგდენი... ბილეთს ვერ გჩუქნი, აი, ეს აიღე, ჩემგან სახსოვრად გქონდეს, როცა დაგჭირდება, გამიხსენე ხოლმე, - ყმაწვლიმა ღრმა ჯიბეში ხელი ბოლომდე ჩაყო და ტრანსპორტირი ამოიღო.

წარმოიდგინეთ, რა თვალებით შეათვალიერებდა მესი ამ სახაზავს მაგრამ მისთვის უფრო საკვირველი ის უნდა ყოფილიყო, რაში იყენებდა მისი მეგზური ტრანსპორტირს. არქიტექტორს არ ჰგავდა...

- ძმაო, რას გაგონებს ეს ხელსაწყო?

- ლაყე ყოფილხარ, დააკვირდი - საჯარიმოს არ ჰგავს, თავისი რკალით? ფეხბურთზე რომ მოვდიოდი ხელს გამოვაყოლე. მე არაფერში მჭირდება, იქნებ შენ გამოგადგეს.

ვიდრე "დინამო არენის" ტურნიკეტებთან მივიდოდნენ, მესის თანამგზავრმა ბევრი იფორიაქა. არც შესვლას აპირებდა - ძმა გასაჭირში როგორ დავტოვოო. განსაკუთრებით კი პოლიციელის ნათქვამმა გააცხარა - ქალები მარცხენა შესასვლელთან მოდით, კაცები - მარჯვენასთანო. პოლიციელს მიუბრუნდა:

- ქალებსა და კაცებს რო აცალკევებ, "შუშანიკის წამებში" გგონია თავი?!

მესიმ გვერდზე გამოიყვანა, საკუთარი ვიპბეიჯი უჩვენა და უთხრა: მე ამ შესასვლელიდან არ შემიშვებენ, მთავარი კარიდან უნდა შევიდე, ტრიბუნაზე აუცილებლად გნახავო.

სტადიონის ეზოში შესულს რამდენიმე ფარდული დახვდა. მწვადის სუნიც ეცა, ოღონდ ფარდულიდან კი არა, რესტორან "11 კათხიდან". რატომ 11? - მოედანზე ხომ 11 ფეხბურთელი გადის, რატომ კათხა? - ლუდისთვის. რა კავშირია მათ შორის? ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ლეო მაინც ვერ მიხვდა ქართულ მუღამს - მოგება ხომ უნდა დაასველო, თერთმეტმა, თერთმეტი კათხით!

ტრადიციაა ასეთი, ჩვენებური.

ფარდულებში სუპერთასის სიმბოლიკიანი სუვენირები იყიდებოდა. საინტერესო იყო თითოეული მათგანის შეთვალიერება, მყიდველებმა თითქოს პირი შეკრესო - ქართულად არავინ ლაპარაკობდა, ზოგი ინგლისურად ბუყბუყებდა, ზოგი - თითებს იშველიებდა. ერთმა შავგვრემანმა ბურთზე მიანიშნა:

- რა გირს?

- ეს ბურთი 40 ლარი, მეორე ას...

- უჰ, უჰ... ცლფნი მომეცი, თუ შეძლება.

- რა?

- ცლფნი, ცლფნი.

- ა, ცელოფანი? ინებეთ.

შავგვრემანის ბიუჯეტი ვერაფერს გასწვდა და სამახსოვროდ სუპერთასიანი ცელოფანი წაიღო. უფასოდ.

- ერთი ცელოფანი მეც მომეცით, რა, - ეს უკვე გამართული ქართულით თქვა მესის გვერდით მდგომმა ბიჭმა, რომელსაც ომანის დროშა ჰქონდა მოხვეული. ლეომ ხმაზე იცნო "დიდუბელი", გამობრუნებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ყმაწვილმაც იცნო.

- ვა, ძმაო, მეგონა ტრიბუნაზე შევხვდებოდით. ძალიან კარგი, ერთად შევალთ. ნახე რა დროშა დავითრიე - ომარისაა.

- ვისი?

- ომარის, თათრულად ლაპარაკობდნენ, მათთან სურათი გადავიღე, ომარის ახლობლები ვართო, ადგნენ და დროშა მაჩუქეს.

მესი დააკვირდა და ვექსილოლოგობა გამოავლინა - თუ არ ვცდები, ომანის დროშა უნდა იყოსო.

- ისე, თუ ატყობ, რა ხდება - ყველა გაუგებარ ენაზე ლაპარაკობს, ვისთანაც მივედი დროშის სათხოვნელად, ზოგმა მითხრა ერაყიდან ვარო, ზოგმა - აზერბაიჯანიდანო, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, ყაზახეთიდან, ასურეთდიან, კლაუდიო მარკიზიოს სომხეთის დროშა ჰქონდა მოხვეული...

- მთელი აზია თბილისში ყოფილა.

- ოღონდ, არ დაგავიწყდეს, საქართველო ევროპაა. ქართველი, მაშასადამე, ევროპელიო, ხო გაგიგია.

ვიდრე მესი გასახდელისკენ გაეპარებოდა, "დიდუბელმა" სევილიელი გულშემატკივრების სიმღერაც მოასმენინა და ბარსელონელებისაც. ლეოს რჩევით დაიმახსოვრა კიდეც: "ბარსა, ბარსა, ბაარსა!" ერთი სული ჰქონდა, როდის მოკალათდებოდა ტრიბუნაზე, რომ ბოლო ხმაზე ემღერა.

მესიმ დასხლტომა მაინც ვერ მოახერხა, "მეტროს მეგობარმა" იგი ვიპ-შესასვლელამდე მიაცილა და ტრიბუნაზე შეხვედრის იმედით დაემშვიდობა. ტრიბუნაზე კი იმდენი ხალხი დახვდა, ერთად ამდენი ჭიანჭველაც არ ენახა. მოულოდნელად კალიამ ცხვირწინ ჩაუფრინა და გვერდში მსხდომი ლამაზმანები ააწიოკა.

- კალია... ვითომ ცუდის ნიშანია? - გაიფიქრა. ორიოდე წუთში კი კითხვის ნიშანი ძახილის ნიშნით შეცვალა - "სევილიამ" მე-3 წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. ასეთ დასაწყისს არავინ ელოდა. "ბარსელონას" შეტევის დრო დადგა, ჩვენი "დიდუბელი" გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით - "ბარსას" ჰიმნს რატომ არავინ მღერისო...

"სევილიას" კარისკენაც საჯარიმო დაინიშნა. მესიმ ბურთი იღლიაში ისე მოიგდო, თითქოს მოედანზე რონალდ კუმანი ყოფილიყო და დარტყმაში შეეცილებოდა. კუმანის საჯარიმომ მესის "დინამო არენაზეც" გაუელვა თავში: 1992 წელს "ბარსაში" რომ ვყოფილიყავი, "სამპდორიას" კარში ჯარიმას მე დამარტყმევინებდნენ, თუ... კუმანს ისევ "რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს" მოჰყვა, ლეო გამოფხიზლდა და დასარტყმელად მოემზადა. მსაჯის მიერ ქაფით შემოხაზულ რკალს დახედა და მეგობრის სიტყვები გაახსენდა: "რას გაგონებს"? ტრანსპორტირს! ჰოდა, ჯიბიდან ტრანსპორტირი ამოიღო, კარგად გადაზომა მანძილი მეტოქის კარამდე, გამოთვალა, რა რადიუსით უნდა გადაეგზავნა ბურთი, რა სიძლიერე სჭირდებოდა დარტყმას და...

გოოლ! - დაიქუხა ტრიბუნამ. 11 აგვისტოს ღამეს მესიმ ტრანსპორტირის სიზუსტით კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა, ერთიც ისეთი დაურტყა, მეკარემ ვერ შეიმაგრა და პედრომ დამატებით დროში "ბარსელონას" 5:4 მოაგებინა.

ვარსკვლავების წვიმას თბილისში გოლების წვიმაც მოჰყვა და სევილიელების გარდა უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. ღამის 2 საათზე მესი ტრანსპორტირით ჯიბეში და სუპერთასით ხელში აჰყურებდა ცას, რომელმაც 1987 წელს უხვი კალთა დააბერტყა...

მის "დიდუბელ" მეგობარს კი ხმა წართმეოდა, მაგრამ მაინც ხაოდა: "ბარსა, ბარსა, ბაარსა!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორდანო უბრუნებელი
რამდენი მჟავე ზედაზენი უნდა დალიო რომ ეს სისულელე შეაკოწიწო დილაუთენია ლუდის პახმელიაზე გასიებული ტავით?
gia
დაევასა გლდანის შაურმა ტუ გლდანელებს გაგისწორდათ
saba
კარგია
Mateus
რა ტყუილად ვეძებდი იუმორის მარცვალს ამ ტექსტში. აფსუს.
temuri
.... ....... რო პოსტერი ფოტო შოპითაა გაკეთებული...ტყუიკად დავკარგე დრო
georgiano
No comment!!
ამერიკელი
ასე იბადება "ქართული" სიმარტლე. კაცმა ტრაფარაეტული სიტყვები თქვა და, ერთი თვე გავა საქართველოს "ჟურნალისტები" იმაზე მეტს "ათქმევინებენ" ცხოვრებაში რომ არ უთქვამს. იციან რომ სისულელებს ამბობენ მაგარამ "ხომ კარგია" პონტში მუშაობენ. საბჭოთა პერიოდშიც კი - სხვა რესპუბლიკიდა ხელოვანი რომ ჩამოდიოდე ყველაზე ჭორებით ივსებოდა საქართველო. რაც არასრულფასოვნების კომპლექსია.
შაკო
ავტორ, ამდენი ბჟოტიალი არ დაგეზარა კაცურად?
Mari
ამ სურათზეა ნათქვამი სად ერეკლე და სად მესის ტყავის ბურთიო,ამდენი სისულელე საიდან მოიტანე....
vaxo
რა სისულელეა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...