ესპანეთის სუპერთასზე შინ დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, "ბილბაომ" განმეორებით მატჩში "კამპ ნოუზე" დამაჯერებლად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა
ესპანეთის სუპერთასზე შინ დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, "ბილბაომ" განმეორებით მატჩში "კამპ ნოუზე" დამაჯერებლად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა, რითაც "ბარსელონას" არ მისცა 2015 კალენდარულ წელს ყველა ტიტულის მოგების საშუალება.

"ბილბაოსთვის" ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაძლოა, ესპანეთის სუპერთასი "ბარსელონასთვის" ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ბასკებისთვის ეს იყო პირველი ტიტული 1984 წლის შემდეგ. ასე რომ, ვალვერდეს შეგირდები უკვე ახალი სეზონის გმირები არიან.

პირველ მატჩში 0:4 წაგების მიუხედავად, ბევრი იყო ისეთი, ვისაც განმეორებით მატჩში "ბარსელონას" "რემონატადასი" ეჯერა. ლუის ენრიკემ ამ მომენტისთვის უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა (ალბა და ნეიმარი ტრავმირებულები არიან), მაგრამ მაინც ვერაფერი მოუხერხა "ბილბაოს" აწყობილ თამაშს.

თუ პირველი ტაიმის ბოლო წუთებს არ ჩავთვლით, მატჩის პირველი ნახევარი ვალვერდეს სცენარით წარიმართა. ბასკები შესანიშნავად იცავდნენ თავს და "ბარსელონას" არაფრის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. მესის გოლამდე მხოლოდ პიკეს დარტყმის გახსენება შეიძლება, როცა ძელს მოხვდა ბურთი. ტაიმის ბოლო ნაწილი კი "ბარსამ" მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და მესის გოლი ამ შტურმის ლოგიკური დასასრული იყო. რაკიტიჩმა სუარესს მიაწოდა, რომელიც საჯარიმოში ლაპორტს გაუსწორდა და შედეგიანი პასი მისცა მესის.

შესვენების შემდეგ გუნდებმა იმავე სტილში გააგრძელეს - თითქოს დასასვენებლად არც გასულანო.

"ბარსა" უმატებდა და შეიძლებოდა მისი საბოლოო წარმატების დაჯერება, მაგრამ საქმეში მთავარი არბიტრი ველასკო კარბალიო ჩაერია. პიკე აქტიურად გამოხატავდა პროტესტს გვერდითი მსაჯის მოქმედებაზე. იმდენად აქტიურად, რომ ველასკომ ის უყოყმანოდ გააძევა მოედნიდან. ამის შემდეგ მოედანზე მდგომარეობა დაიძაბა და მსაჯს ყვითელი ბარათების ჩამორიგება მოუწია.

იმ წუთებში "ბარსელონას" რომ გაეტანა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო და "კამპ ნოუს" მართლაც ეხილა "რემონტადა", მაგრამ კარგად თამაშობდა ირაისოსი, ბოლომდე არ გამოუვიდა თამაში სუარესს, კიდევ რაღაც დააკლეს მასპინძლებმა... და 74-ე წუთზე, პირველ მატჩში ჰეთ-თრიკის ავტორმა ადურისმა ყველა საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან. კლაუდიო ბრავომ ფანტასტიკური ბურთი მოიგერია პირველი მატჩის გმირისგან, მაგრამ პიკეს გარეშე დარჩენილმა დაცვამ იმავე ადურისს დამატების საშუალება მისცა.

ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა იმან, ვისაც ეს უფრო მეტად სურდა. "ბარსელონასთვის" კი ეს მატჩები სასარგებლო უნდა იყოს - რომ გუნდმა ღრუბლებში არ იფრინოს ოთხი მოპოვებული ტიტულის შემდეგ. 23 აგვისტოს გამოჩნდება - იყო თუ არა ეს გაკვეთილი კატალონიელებისთვის. ოთხ დღეში, "ბარსა" პრიმერას პირველ ტურში ისევ "ბილბაოს" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მძიმე ვითარება "რეალში" "ბარსელონასთან" მატჩამდე - გუნდში შიდა დაპირისპირებაა
მბაპე რონალდო არ არის - კილიანის "რეალიდან" წასვლის მოთხოვნას ათმა მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი
სასტარტოში არ იქნება - მბაპე "ელ კლასიკოს" სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს
"მილანმა" ნკუნკუ ტრანსფერზე დააყენა
U22 | ვსა-მ ვინგსს გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში რუსთავს შეუწყვილდა
შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და "ტენერიფეს" მარცხი "რიტასთან" ნახევარფინალში
აზაროვის "შახტარი" კონფერენს ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
18-წლამდე 7-კაცას ტურნირი "შევარდენზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 სპაერი. ქეცბაიას პირველი საშინაო გამარჯვება
სეზონის MVP-ის ტიტულის მოგების მორიგი შანსი | შერმადინი ესპანეთის ლიგის 20 საუკეთესოს შორის მოხვდა
წელს პირველი გამარჯვება ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში - ბასილაშვილმა მერიდას სძლია და მსოფლიოს მე-6 ნომერზე გავიდა
[VIDEO] ენრიკეს და კარაგერის კონფლიქტი ამოიწურა - რა თქვა პსჟ-ის მწვრთნელმა არტეტაზე, რაზეც ლეგენდებმა ბევრი იცინეს
მძიმე ვითარება "რეალში" "ბარსელონასთან" მატჩამდე - გუნდში შიდა დაპირისპირებაა
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"მხოლოდ 15 შეხვედრა განსაჯა და ასეთი დონის მატჩზე დანიშნეს" - "ბაიერნში" მსაჯობით უკმაყოფილონი არიან
"შეუჩერებელი, მეტოქეებისთვის კოშმარი და იდეალურია, მაგრამ კვარაცხელიასგან განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სწორედ ეს ფაქტია" - Goal ხვიჩას შესახებ
"დაინახეთ, კვარაცხელია ბოლო წუთებზე რას აკეთებდა?!" - პსჟ-ის პრეზიდენტი ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია
"სასაცილო და აბსურდულია" - ბავარიელები წარუმატებლობას მსაჯს აბრალებენ
ანრი: კვარაცხელია და დემბელე - ეს ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს