ლორენტე ესპანეთში დაბრუნდა
13:21 ვიწყებთ უკვე ყველასთვის მობეზრებული თემით: "მანჩესტერ სიტიმ" გაზარდა წინადადება კევინ დე ბრუინზე. Bild-ი წერს, რომ "ვოლფსბურგი" თავისი ლიდერისთვის 80 მილიონ ევროს მიიღებს.

14:00 ტიაგო ალკანტარა 2019 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს "ბაიერნთან", - წერს მიუნხენელთა ოფიციალური ვებგვერდი. ესპანელის ხელფასი წელიწადში 9 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

14:23 "ვესტ ჰემის" კაპიტანი კევინ ნოლანი დატოვებს გუნდს. ამის შესახებ განაცხადა "ჩაქუჩების" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დევიდ გოლდმა.

14:33 "აინტრახტის" შემტევი ნახევარმცველი ტაკაში ინუი "ეიბარში" ითამაშებს, - წერს ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. კონტრაქტი იაპონელთან სამწლიანია.

14:31 Sky Sports-ის ინფორმაციით, დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიში" სამედიცინო შემოწმებას უახლოეს ორ დღეში გაივლის.

14:46 როკე სანტა კრუსი "მალაგაში" დაბრუნდა, - იტყობინება ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. პარაგვაელი სეზონის ბოლომდე აიყვანეს იჯარით მექსიკის "კრუს ასულიდან".

14:53 დე ბრუინამდე "მანჩესტერ სიტიმ" გამოაცხადა ალექს სერანოს ტრანსფერის შესახებ "ვილიარეალიდან". "სიტიმ" 18 წლის ფეხბურთელში 2 მილიონი ევრო გადაიხადა.

15:00 "ასტონ ვილამ" ოფიციალურად გამოაცხადა ალექსანდრ ტონევის ტრანსფერზე. ეს ფეხბურთელი "ფროზინონეში" თამაშობდა. გარიგების დეტალების შესახებ არაფერს იტყობინებიან.

15:30 Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, "ბენფიკაში" სამედიცინო შემოწმებაზე ჩავიდა "ზენიტის" მცველი კრისტიან ანსალდი. ვარაუდობენ, რომ არგენტინელის იჯარისთვის ლისაბონელები 2 მილიონ ევროს გადაიხდიან.

15:46 "სანდერლენდი" ახლოსაა ოლა ტოივონენის შეძენასთან. Northern Echo-ს ინფორმაციით, "რენის" ფორვარდს სამედიცინო შემოწმება ელის ინგლისურ კლუბში. გარიგება უახლოეს ორ დღეში დასრულდება.

16:13 "ბაიერნი" ისევ ფიქრობს "იუვენტუსიდან" კინგსლი კომანის შეძენაზე. მიუნხენელები მზად არიან, 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.

16:29 მარკოს ლოპესი ტოვებს "მანჩესტერ სიტის". ნიჭიერ ნახევარმცველში "მონაკო" 12 მილიონ ევროს გადაიხდის და... მაშინვე გაუშვებს იჯარით "ლილში".

16:36 ედვიჯეს მადურო პაოკ-იდან "გრონინგენში" გადავიდა, - იტყობინება ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. კონტრაქტი ორი წლით არის გაფორმებული.

16:44 დღის ტრანსფერი: ფერნანდო ლორენტე "იუვენტუსიდან" "სევილიაში" გადავიდა. ფორვარდმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. "სევილიას" ფეხბურთელი უფასოდ ერგო და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლორენტემ ახალ კლუბში 24-ე ნომერი აირჩია.

17:14 "მარსელმა" დაადასტურა "რეალიდან" ლუკას სილვას ერთწლიანი იჯარა.

17:38 "მილანი" განიხილავს ალექს სონგის იჯარის ვარიანტს. "როსონერის" კამერუნელის ხელფასის ნაწილის გადახდა მოუწევს.

18:03 შონ მელოუნი ინგლისში დაბრუნდა - "ჰალმა" ნახევარმცველი "ჩიკაგო ფაირიდან" გამოისყიდა.

18:18 სონგისთვის ბრძოლაში "იუვენტუსიც" ერთვება. The Sun-ის ინფორმაციით, ტურინელებმა უკვე მიმართეს "ბარსელონას" კონკრეტული წინადადებით.

18:58 "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა, რომ მაცეი ვიდრასა და ფერნანდო ფორესტიერის შეუძლიათ, ახალი გუნდი ეძებონ, მიმდინარე სეზონში ამ ფეხბურთელების დახმარებას არ საჭიროებს.

19:00 ლეივენ კურზავა ოფიციალურად გახდა "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი. "მონაკოს" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა პარიზელებთან 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

19:20 "ვალენსია" ოტამენდის შეცვლის "ბრაგას" მცველით, ადერლან სანტოსით, - იტყობინება AS. 26 წლის ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. დარჩენილია კონტრაქტის გაფორმება.

19:39 "ჯენოას" ნახევარმცველი იური კუჩკა უახლოეს პერიოდში "მილანის" მოთამაშე გახდება, - წერს Sky Sport Italia. სლოვაკის სანაცვლოდ, "როსონერი" 3 მილიონ ევროს გადაიხდის.

19:47 გაბრიელ პალეტა "ატალანტაში" გადავიდა. "მილანმა" არგენტინელი ერთწლიანი იჯარით გაუშვა, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

20:19 Kicker-ი წერს, რომ "ვოლფსბურგმა" შეათანხმა დანტეს კონტრაქტი. ადრე იტყობინებოდნენ, რომ "ბაიერნი" ბრაზილიელში 9 მილიონ ევროს ითხოვდა.

20:28 "ბეტისმა" ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველთან, ბექა ვაჩიბერაძესთან. ესპანელებმა ფეხბურთელი უფასოდ აიყვანეს, რადგან "შახტართან" კონტრაქტს ვადა გაუვიდა.

20:50 ალესანდრო მატრი ახლოს არის "ვესტ ჰემში" გადასვლასთან. ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ლონდონური კლუბი ამ ფეხბურთელით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "იუვენტუსიდან" ძაძას ტრანსფერი ჩაუვარდა.

20:57 ადრიან ლოპესი "ბეტისში" იჯარის წესით გადავიდა. "პორტუ" გადაიხდის ფეხბურთელის ხელფასის ნაწილს.

20:59 "ვერდერის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ სედრიკ მაკიადი "რიზესფორში" ითამაშებს. თურქებს 31 წლის მარჯვენა ნახევარმცველი უფასოდ ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საბედისწერო გოლი. ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
"პირველ ტაიმში ძალიან სუსტები ვიყავით" - ვინისიუსი მაროკოსთან მატჩის შემდეგ
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ფერნანდო ლორენტე "ნაპოლიში" გადავიდა
"ბარსელონა" ფერნანდო ლორენტეს გადაბირებას ცდილობს
ფერნანდო ლორენტე შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს
ფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
5 ფაქტი - რატომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემი" და არა "სიტი"
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ანტონიო კონტეს "ინტერში" სამი ესპანელი ფეხბურთელის მიყვანა სურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები