ჭანტურია მეორე ბუნდესლიგის კლუბთან, სადაც ლაშა დვალიც თამაშობს, ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ისე ჩანს, საბოლოოდ დასრულდა გაურკვევლობის ხანა საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევის, გიორგი ჭანტურიას კარიერაში. როგორც გუშინ თავად ფეხბურთელმა გვითხრა, "დუისბურგში" მისი ჩარიცხვა საბოლოოდ გადაწყდა.

ჭანტურია გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბთან, სადაც კიდევ ერთი ჩვენებური ლაშა დვალიც თამაშობს, ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჭანტურიას პრეზენტაცია სამშაბათს იგეგმება.

...მას შემდეგ, რაც გიორგიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო, ქართველ გულშემატკივარს მისი იმედი აქვს. ჭანტურია იყო "ბარსელონაში", სადაც ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა. ამის შემდეგ მის კარიერაში დადგა ჰოლანდიური პერიოდი - ის არნემის "ვიტესმა" გადაიბირა.

ამის შემდეგ ჭანტურიამ ითამაშა "ალანიაში", რასაც რუმინულ "კლუჟში" გადასვლა მოჰყვა. აქედან ის "ვერონამ" აიყვანა, თუმცა სერია A-ს კლუბში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ის ისევ "კლუჟში" დაბრუნდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო რუმინული გუნდი მალევე დატოვა, რაც ლოგიკური იყო.

წესით, "დუისბურგი" ჩვენებურისთვის ძალიან კარგი ვარიანტი უნდა იყოს. გერმანიაში ჭანტურია საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს ნამდვილ პროფესიონალად და თუ ასე მოხდა, ამით ქართული ფეხბურთი მხოლოდ მოიგებს.

საერთოდ, გერმანიაში ნებისმიერი ფეხბურთელის განვითარებისა და წინსვლისთვის იდეალური გარემოა შექმნილი. მერე რა, რომ მეორე ბუნდესლიგაა - გერმანულმა საფეხბურთო თემმა პირველად სწორედ ამ ლიგაში გაიცნო ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი...

გიორგისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ უცხო გარემოში მარტოს არ მოუწევს ყოფნა და გვერდით ლაშა დვალი ეყოლება.

ამ დროისთვის, როცა მეორე ბუნდესლიგაში 5 ტურია ნათამაშები, "დუისბურგის" მდგომარეობა იდეალური ნამდვილად არ არის. გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილშიც ბოლოდან მეორე ადგილზეა.

გუნდს შვეიცარიელი ჯინო ლეტიერი წვრთნის. "დუისბურგის" შემადგენლობაში თამაშობენ ტუნისელი, ბოსნიელი, ნიგერიელი, ვენესუელელი და ავსტრალიელი ლეგიონერები. როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს ჩავარდნა დროებითია და გუნდი მალე დაიბრუნებს ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, რაც წარმატების წინაპირობა უნდა იყოს.

"დუისბურგი" აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე და აგრძელებს თავისუფალი აგენტების აყვანას. "ზებრებმა" გადაიბირეს გამოცდილი ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ობინა. კლუბის მიზანი კიდევ რამდენიმე თავისუფალი აგენტის, ძირითადად, გამოცდილი ფეხბურთელების გადაბირებაა. ჯერჯერობით, გერმანულ პრესაში მათი ვინაობა არ ხმაურდება...

მოკლედ, ვნახოთ. ჭანტურიას კარიერაში ახალი ეტაპი იწყება და იმედია, ამ გზაზე დაბრკოლებები არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gela
აბა შედგა გიორგის ტრანსფერი ?
MZIA RATIANI
წარმატებას ვუსურვებ გიორგის, მე მის ოჯახს ბავშვობიდან ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება, რომ გიორგი შეუპოვარი და ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელია. "დუისბურგი" მის პროფესიონალურ ზრდას ხელს შეუწყობს. ნამდვილი ფეხბურთელი მთელი კარიერის მანძილზე იზრდება.
zaza
რა თქმა უნდა,წარმატება მინდა ვუსურვო.მარა რაღაც არა მგონია ჭანტურიამ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.22 წლის ფეხბურთელზე უკვე ტაციაობა უნდა ქონდეთ ევროპის გრანდებს.მისი კოზირი ხომ ტექნიკაა და სხვა არაფერი...
თარსა
უეჭველი ვიღაცამ გაჭრა ქართული კანალი დუისბურგში, ჯერ დვალი, ეხლა ჭანტურია ვინ იქნება შემდეგი? ...
roma
გიორგი,რომ ტრაბახობდით შენ და ვაი ჟურნალისტები,იტალიის "A"სერიაში მიდის უეჭველადო,იქ რამდენიმე გუნდია გიორგითი დაინტერესებულიო,ფაფუ,ყველაფერი ტყვილი ყოფილა,მალე საქართველოში დაბრუნება მოგიწევს,იმიტომ,რო ვერც მანდ გაქაჩავ,რაში გჭირდებათ ეს ტრაბახი და ბაქი-ბუქი ვერ ვხვდები,მე პირადად თუ წარმატებებს მიაღწევ შენ ან და სხვა ქართველი გამიხარდება აბა რა იქნება,ამაში ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ რაში გჭირდებათ ეს სისულელეების ლაპარაკი არ მესმის რა.
Raul
იხარე ერო!
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] გოლი 90-ე წუთზე - კოტ-დ'ივუარმა ეკვადორი დაამარცხა
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
Liga-zwei: ჭანტურიამ ისეთი კლასი გამოავლინა, "დუისბურგს" მისი შენარჩუნება გაუჭირდება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან" წამოვიდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
Liga2-online: ხმათა 61%-ით, გიორგი ჭანტურია ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელია!
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
გიორგი ჭანტურია: კიდევ ორი ფინალი გვაქვს სათამაშო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"დუისბურგის" მეკარემ წყლის სმა დაიწყო და გოლი გაუშვა [VIDEO]
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლეგიონი: გიორგი ჭანტურია და "დუისბურგი" მესამელიგელთან დამარცხდნენ
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა