საქართველოს სამი წარმომადგენელი მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა
საქართველოს სამი წარმომადგენელი (სალომე ფაჟავა, ნათელა ბოლატაევა, სალომე ურუშაძე) გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა.

57 ქვეყნის 120 სპორტსმენი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებსა და რიოს ოლიმპიური თამაშების 15 საგზურს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის შეგირდმა სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე) - მრავალჭიდში 53.166 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა და ფინალის მონაწილე 24 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა (პირველ-მესამე ადგილებზე რუსები - იანა კუდრიავცევა (56.883), მარგარიტა მამუნი (55.708) და უკრაინელი ჰანა რიზატდინოვა (55.232) გავიდნენ). ამასთანავე, ფაჟავამ ორი საგნით - გურზებითა და რგოლით ფინალურ რვა საუკეთესოში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

საბოლოოდ გურზებით 18.000 ქულით მეხუთეზე გავიდა. ქართველ ტანმოვარჯიშეს იანა კუდრიავცევამ (19.066), ალექსანდრა სოლდატოვამ (რუსეთი, 18.583), ჰანა რიზატდინოვამ (18.566) და მელიტინა სტანიუტამ (ბელარუსი, 18.366) გაუსწრეს.

რგოლით ვარჯიშში სალომე (17.766) მეშვიდე იყო. საპრიზო ადგილები აქ ასე განაწილდა: 1. მარგარიტა მამუნი (18.950), 2. ალექსანდრა სოლდატოვა 918.650), 3. ჰანა რიზატდინოვა (18.583). ბურთი. 1. იანა კუდრიავცევა (19.025), 2. მარგარიტა მამუნი (19.000), 3. მელიტინა სტანიუტა (18.350). ლენტი. 1. იანა კუდრიავცევა (18.866), 2. მარგარიტა მამუნი (18.850), 3. ჰანა რიზატდინოვა (18.383).

სალომე ფაჟავამ განსაკუთრებით მრავალჭიდის ფინალში გამოიჩინა თავი, ოთხივე საგნით სტაბილური შედეგები აჩვენა. საბოლოოდ 71.782 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალოსან მელიტინა სტანიუტას მხოლოდ 0.35 ქულით ჩამორჩა. მრავალჭიდში ჩემპიონის ტიტული იანა კუდრიავცევამ (75.632) დაიმსახურა, 74.766 ქულით მეორე იყო მარგარიტა მამუნი.

ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა (ფაჟავა, ბოლატაევა, ურუშაძე) გუნდურშიც იყოჩაღეს: 34 ნაკრებს შორის 134.973 ქულით მე-11 ადგილი დაიკავეს და წინა წელთან შედარებით ორი საფეხურით დაწინაურდნენ. კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. რუსეთი (იანა კუდრიავცევა, მარგარიტა მამუნი, ალექსანდრა სოლდატოვა, 149.990), 2. ბელარუსი (ჰანა ბაჟკო, არინა ჩაროპა, კატსიარინა ჰალკინა, მელიტინა სტანიუტა, 141.314), 3. უკრაინა (ვიქტორია მაზური, ჰანა რიზატდინოვა, ელეონორა რომანოვა, 141.196).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!