ჩატენვების დიდოსტატმა კარიერა დაასრულა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატენვების ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა, ფორვარდმა ჯეისონ რიჩარდსონმა სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"დღეს, ჩემთვის დადგა ერთდროულად მწარე და ტკბილი მომენტი. ოფიციალურად ვაცხადებ პროფესიული კალათბურთიდან წასვლის შესახებ. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბებსა და გულშემატკივრებს შარლოტში, ფინიქსში, ორლანდოში, ფილადელფიაში და განსაკუთრებით ოკლენდში - 14 წლის განმავლობაში მათი მხარდაჭერის გამო.

კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ყველაზე რთულია, რაც აქამდე მიმიღია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანის გაკეთება ჯანმრთელობისა და ოჯახის სასარგებლოდ", - დაწერა 34 წლის რიჩარდსონმა.

კალათბურთელს ბოლო ორ წელი მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ 2015 წლის იანვარში მოედანზე დაბრუნდა - "ფილადელფიას" რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 9.1 ქულა დააგროვა. ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ რიჩარდსონი არაგარანტირებულ კონტრაქტს გააფორმებდა "ატლანტა ჰოქსთან".

თავის 14-წლიან კარიერაში, ჯეისონი "გოლდენ სტეიტში", "შარლოტში", "ფინიქსში", "ორლანდოში" და "ფილადელფიაში" თამაშობდა. სადებიუტო სეზონში, ის "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ახალბედათა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო 2002 და 2003 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩატენვების კონკურსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო