მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბელგრადში ახალგაზრდა ჩოგბურთელებს შეხვდა
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, "დიდი სლემის" ტურნირების ათგზის ჩემპიონმა, 28 წლის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მშობლიურ ბელგრადში ახალგაზრდა ჩოგბურთელებთან შეხვედრა გამართა, რომელიც სერბეთის ჩოგბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ჯოკოვიჩმა თავისი კარიერის ზოგიერთი მომენტი გაიხსენა.

"ჩოგბურთის სასარგებლოდ ჩემი არჩევანი ეფუძნებოდა ემოციებს. ტელევიზორში ვიხილე, როგორ თამაშობდა პიტ სამპრასი უიმბლდონის ფინალში. იმ მომენტში საერთოდ არ ვიცოდი - რა იყო ჩოგბურთი, არ მქონდა ნანახი ბურთი, კორტი, ხელში არ მჭერია ჩოგანი, მაგრამ ამ ყველაფერმა დამაინტრიგა.

და როცა მატჩების მსვლელობისას გარკვეულ სირთულეებს ვაწყდები, როცა საქმე ისე არ მიდის, ყოველთვის ვიხსენებ ამ მომენტს, ვახსენებ საკუთარ თავს - ვინ ვარ, როგორ აღმოვჩნდი აქ და საით ვაპირებ სიარულს. თუ თქვენ გაქვთ ეს შინაგანი სამყარო, სიმშვიდე, და თავდაჯერებულობა, შეგიძლიათ კორტზე გააკეთოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია, თუ მართლაც გჯერათ ამის.

უნდა გრძნობდეთ ვნებას არა მხოლოდ თამაშის მიმართ. ასევე უნდა მოეკიდოთ ვარჯიშებს, თითოეულ დარტყმას... და სიამოვნება, რომელსაც ამ ყველაფრისგან იღებ, თქვენთვის ძალის მთავარი წყარო გახდება.

ამასთან, კორტზე უნდა დარჩეთ ადამიანად, პატივი უნდა სცეთ მოწინააღმდეგეს იმის მიუხედავად, ნერვებისა და ხასიათების როგორი ბრძოლა გაქვთ გაჩაღებული. ამის ნათელი მაგალითია როლან გაროსის წლევანდელი ფინალი. როცა თამაში დასრულდა და მე წავაგე, ბადესთან სტენ ვავრინკას გადავეხვიე. ორი ათეული ფინალი მაქვს ჩატრებული და არასოდეს ამ მომენტამდე მსგავსი არაფერი განმიცდია, არც ერთი სხვა მეტოქე ასე მომსალმებია. კორტის მიღმა ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ კორტზე - შეურიგებელი მოწინააღმდეგეები. ეს გრძნობები არაფერს შეედრება", - ამბობს ჯოკოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა