"რომას" ფრანგი თავკაცი ბელორუსული ფიასკოს მერე
"რომა" არასტაბილურად ასპარეზობს როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. რუდი გარსიას გუნდმა "იუვენტუსს" სძლია, "ბარსელონასთან" ფრედ ითამაშა და თუნდაც გასულ ტურში, "კარპის" 5:1 მოუგო, მაგრამ მეორე მხრივ, იტალიაში ქულებიც უხვად დაკარგა და ლიგის მეორე ტურში, ბატე-სთან წააგო.

შედეგად, "ჯალოროსი" ჯგუფში ბოლო ადგილზე დაეშვა და რთულ ვითარებაში ჩაიგდო თავი.

პირველ ტაიმში ბატე-მ "რომას" სამი უპასუხო გოლი გაუტანა, რასაც არავინ ელოდა. მართალია, მეორე ნახევარში იტალიელებმა ორი გოლი შეაგდეს და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია, როდესაც ჯგუფის აუტსაიდერთან მარცხდები და პლეი ოფში გასასვლელად "ბარსელონასთან" და "ბაიერთან" გაქვს საჭიდაო. მატჩის შემდეგ რუდი გარსიას რამდენიმე კითხვა დაუსვეს:

- რა მოხდა პირველ ტაიმში?

- თამაში კარგად დავიწყეთ და ანგარიში ჩვენ უნდა გაგვეხსნა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და შემდეგ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს.

სწრაფმა გოლმა დაცვის თამაშში დისონანსი შეიტანა და ამით მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. ძალიან სუსტი იყო დაცვის მარჯვენა ფრთა, რადგან ყველა საგოლე იერიში იქიდან წამოვიდა. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში და ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია.

- იქნებ შემადგენლობის შერჩევისას შეცდით, რადგან თავდამსხმელები საერთოდ არ ეხმარებოდნენ დაცვას, რამაც უკანა ხაზს ძალიან გაურთულა საქმე?..

- დიდი არჩევანი არ მქონდა და ის თავდამსხმელები დავაყენე ძირითად შემადგენლობაში, რომლებიც ჯანმრთელად იყვნენ. კარგი იქნებოდა, ფრანჩესკო ტოტის და ედინ ჯეკოს რომ ეთამაშათ, მაგრამ ისინი ტრავმირებულნი არიან.

- იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც პირველ ტაიმში მოხდა?

- პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ. ჩვენი მიზნები არ იცვლება და გვექნება იმის საშუალება, რომ დაკარგული ავინაზღაუროთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კიდევ ოთხი თამაში დაგვრჩა და დარწმუნებული ვარ, რომ მათ გაცილებით უკეთ ჩავატარებთ. შემდეგი თამაში "ბაიერთან" გვაქვს და იქ არა ერთი ტაიმი, არამედ მთელი 90 წუთი უნდა ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე.

- როგორ მიიღეს ფეხბურთელებმა მარცხი?

- მათ მიიღეს ის რეალობა, რაც არის და ისიც კარგად იციან, რომ ვითარება უნდა გამოვასწოროთ. წინ სერია A-ს მატჩია, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა, რაც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. იმედი მაქვს, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები ჯანმრთელები დაგვიბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ბორისოვოს ბატე-მ ვაკო გვილია ოფიციალურად წარადგინა [PHOTO]
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
[PHOTO] ელ შაარავის საცოლემ ბარძაყზე ფეხბურთელის სურათი დაიხატა - რას წერს ლუდოვიკა სოციალურ ქსელში
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
დიბალა "რომაში" დარჩა - არგენტინელი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
ვაკო გვილია: ბატე-ში ტრანსფერით ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის დიდი იმედი გამიჩნდა
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
ბორისოვოს ბატე-ს მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ვაკო გვილია შეაქო
ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაში: ბატე ფინეთს ვაკო გვილიასთან ერთად ესტუმრა
ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაში: ვაკო გვილიას დებიუტი ბატე-ში შედგა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბატე-ს მწვრთნელი - "არსენალის" დამარცხებაზე: ეს სექსს სჯობდა!
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია