წერილის ქართული ვარიანტი, რომელიც უეფას იურიდიული სამსახურის უფროსმა ჟაკ ბონდალაზმა საქართველოში გამოგზავნა
მკითხველისთვის ცნობილია გუშინ, 30 სექტემბერს, "ლელოსთვის" ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაცია - 29 სექტემბერს უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის 3 ოქტომბრის არჩევნების თაობაზე მორიგი წერილი გამოაგზავნა.

უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აფრთხილებს: დაიცავით წესდება!

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს წერილი 26 კლუბის სახელით თბილისის "დინამომ", ხოლო ცალკე სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა მისწერეს. ისინი უეფას აცნობებდნენ საარჩევნო პროცესში ფედერაციის მხრიდან წესდებისა და ეთიკის კოდექსის დარღვევაზე, 24 კლუბს სფფ-ის აღმასკომმა გაწევრიანებაზე უარი რომ უთხრა; აგრეთვე, არჩევნებში დელეგატის სტატუსით სფფ-ის თანამშრომლების მონაწილეობაზე.

"ლელოს" ინფორმაცია დოკუმენტურად დადასტურდა: უეფას წერილი არის საკმაოდ მკაცრი და ამჯერად, ნამდვილად გამაფრთხილებელი შინაარსით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფადან და ფიფადან გამოგზავნილ წერილებს ხშირად გვთავაზობდა, როგორც დასტურს, რომ მის საქმიანობაში ჩარევაზე სახელმწიფოს გაფრთხილებას აძლევენო...

მაგრამ უეფას ახალ წერილზე, "ლელოს" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სხვა სურათი გადაიშალა და უეფას კულისებში სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის წამოწყებულ დავასთან დაკავშირებით ამ ორგანიზაციის დამოკიდებულებაზე სხვაგვარ წარმოდგენას ქმნის.

წერილის სრული ვერსიის გაცნობის შემდეგ დასკვნა თავად გამოიტანეთ, ვის აფრთხილებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო - სახელმწიფოს თუ თავად ფედერაციას.

ჯერ იმას გეტყვით, რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე, თბილისში უეფას ემისრები გვესტუმრებიან და საარჩევნო პროცესსა და წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას დააკვირდებიან.

უეფას წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პროცესი ორგანიზაციის წესდების დაცვით რომ წარიმართოს; კანდიდატებს რომ თანაბარი უფლებები ჰქონდეთ და ისიც, რომ არ დაუშვან უეფას სახელით მანიპულირება.

ახლა იხილეთ უეფას წერილის ქართული ვარიანტი, რომელიც სფფ-ის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელ დიმიტრი ბოკერიას, აგრეთვე, ლევან კობიაშვილსა და თბილისის "დინამოს" უეფას იურიდიული სამსახურის უფროსმა ჟაკ ბონდალაზმა გამოუგზავნა.

წერილი

სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2015. ძვირფასო ბატონო ბოკერია,

საქართველოს მრავალი საფეხბურთო კლუბის და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის (ბატონი ლევან კობიაშვილის) მიერ უეფაში გამოგზავნილ ორ თანდართულ წერილთან დაკავშირებით, გვსურს თქვენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ შემდეგი:

1. უეფასთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნების (რომელიც 2015 წლის 3 ოქტომბერსაა დაგეგმილი) წინასაარჩევნო პროცესი სფფ-ის არსებული წესდების დაცვით წარიმართოს.

2. უეფა არის შეზღუდული, ჩაერიოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში. როგორც წესი, უეფა ვარაუდობს, რომ ორგანიზაციის წევრი ასოციაციები მსგავსი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პატივს სცემენ რელევანტურ საკანონმდებლო ჩარჩოს (მათ შორის, შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას).

3. წინასაარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის არარსებობის თაობაზე გამოთქმული პრობლემატიკის გათვალისწინებით (რომელიც აღწერილია ორ თანდართულ წერილში), უეფას ადმინისტრაციიდან ორი წარმომადგენელი (დავით პეტრიაშვილი, უეფას-ეროვნული ასოციაციების სამმართველოს უფროსი მენეჯერი და მე) საქართველოს სფფ-ის საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე ვეწვევით, რათა:

I - თანდართულ ორ წერილში მოყვანილი სხვადასხვა საკითხი განვიხილოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მათ შორის, კანდიდატებთან);

II - შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის სამართლიანად და დამოუკიდებლად წარმართვა და ყველა კანდიდატს პრეზიდენტად არჩევისთვის თანაბარი შესაძლებლობები რომ მიეცეს;

III - თავიდან იქნას აცილებული საარჩევნო პროცესში უეფას გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის.

ჩვენ ველით თქვენთან შეხვედრას თბილისში, ხუთშაბათს.

კეთილი სურვილებით, უეფას იურიდიული სამსახურის უფროსი ჟაკ ბონდალაზი

ეს წერილი წარმოაჩენს, რომ კლუბების სამართლებრივ ბრძოლას აზრი ჰქონია. ამაზე მიუთითებს ჟაკ ბონდალაზის წერილის მე-3 პუნქტი, სადაც ხაზგასმულია, რომ უეფასგან მოვლენილი სტუმრები წინასაარჩევნო პროცესში გამჭვირვალობასა და სამართლიანობაზე გამოთქმულ პრეტენზიებს ყველა მხარესთან ერთად განიხილავს.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის პუნქტი, რომელშიც წერია, რომ საარჩევნო პროცესში უეფა მისი სახელის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

murtalo
არიქა ბოშო!...ეგების გვეშველოს და მოვიცილოთ წურბელები:)
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
პარაგვაიში მბაპეს ფიტული დაწვეს
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ძმები არველაძეების ფონდი: სტუმრად ამერიკის საელჩოში...
დავორ შუკერი თბილისში - ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა ქართულ პროექტს დაეხმარება
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
ფეხბურთი ყველასათვის: ...იმიტომ, რომ იქ ცხოვრება გაჩერებულია
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...