ლეგენდარულ ჰოლანდიელს არც ჟოზე მოურინიოს ქცევა მოსწონს
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა. მან თავის თანამემამულეზე, ლუი ვან გაალზე ისაუბრა და "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა არ მოუწონა.

"მატჩების დროს ის არ დომინირებს. მე მიყვარს, როდესაც გუნდი დომინანტია. მანჩესტერელები ასე არ თამაშობენ. არის თუ არა ვან გაალი ზედმეტად ფრთხილი? ვერ ვიტყოდი, მაგრამ უცნაურია ის, რომ ძლიერ მეტოქეებთან გუნდის შედეგები კარგია, ხოლო სუსტ მოწინააღმდეგეებთან კლუბს უჭირს.

ეს ცოტა უცნაურია. თუმცა შედეგი მეორე ადგილზეა, მთავარი თამაშის ხარისხია. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ყოველთვის მეორეხარისხოვანი. ინგლისში განსხვავებული თამაში მიდის, ყველას თავისი მანერა აქვს და სხვადასხვა სტილის შერწყმა ყოველთვის საინტერესო და კარგია.

უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანნი კი ფანები არიან. ადამიანები, რომლებიც მატჩიდან სახლში ბრუნდებიან, ბედნიერები და კმაყოფილები უნდა იყვნენ, მათთვის რაიმე სასიამოვნო უნდა გააკეთო" - აღნიშნა კრუიფმა.

მართლაც საინტერესო გახლდათ ჰოლანდიელის მოსაზრება ჟოზე მოურინიოს შესახებაც. მისი აზრით, პორტუგალიელის "ცუდი ქცევის" ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ ის ფეხბურთელი არ იყო და ეს გამოცდილება არ აქვს.

"მას კამათი და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. რაც მასში მომწონს, არის ის, რომ ყოველთვის შეუძლია ფეხბურთელების ნებისმიერ ჯგუფში კარგი და საბრძოლო განწყობის შექმნა. რაც არ მომწონს, პირველ რიგში, არის ის, რომ იგი მუდამ საკუთარ თავს აყენებს წინ, არადა, ჩრდილში უნდა იყოს.

შესაძლოა, ეს მისი წარსულის გამოა, რადგან მას 100 ათასი კაცი ოვაციებით არასდროს შეგებებია და 100 ათას კაცს ობსტრუქციაც არ მოუწყვია მისთვის. შეიძლება ეს ამიტომ ხდება ან პრესის ინტერესის მიზიდვის გამო. სამაგიეროდ, ვიცი, რომ იგი ბავშვებს კარგ მაგალითს ვერ აძლევს და ვერც ცხოვრებას ასწავლის.

იგი უკეთ უნდა იქცეოდეს. რაც შეეხება "ჩელსის", ამ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობისგან სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ "ჩელსის" უკეთესი ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე უზის ხოლმე, ვიდრე მინდორზე ჰყავს" - აი, ასეთი მოსაზრება აქვს კრუიფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"ბოლოს ტიტული როდის მოიგო?" - ოუენმა "რეალი" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნის გამო გააკრიტიკა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
"მფრინავი ჰოლანდიელი" - ესპანეთში ჯერ ტანსაცმლის ბრენდი შექმნა, მოგვიანებით თანამედროვე ფეხბურთსაც ჩაუყარა საძირკველი
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
სტოიჩკოვი: ვან გალი იდიოტია, ბევრი ფეხბურთელი დაღუპა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
კარაგერმა მისთვის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს