დანიელი მოთამაშის მონაწილეობით პოკერის გამოცემა Card Player-ის ქართულოენოვანი ვებ გვერდის Card Player.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა
პოკერის ყველა დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მოთამაშე პიტერ ისტგეითი საქართველოშია. ისტგეითი ქვეყანას ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. მას 2008 წელს, 22 წლის ასაკში, ყველაზე ახალგარზრდას, World Series of Poker-is Main Event-ის ტურნირი და 9 მილიონი დოლარი აქვს მოგებული.

ისტგეიტი ამ დროისთვის პროფესიონალურ კარიერას შეშვებულია, თუმცა სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. მთლიანობაში მას, 11 მილიონი დოლარი აქვს მოგებული.

დანიელი მოთამაშე საქართველოში ჩამოსვლით მოხარულია, ქართულ პოკერის ბაზარს კი მზარდს უწოდებს:

"საქართველო პოკერის თვალსაზრისით მზარდი ბაზარია. ხალხი პოკერის სათამაშოდ მზად არის".

ისტგეიტის მონაწილეობით დღეს სასტუმრო "რუმს-ში" პოკერის გამოცემა Card Player-ის ქართულოენოვანი ვებ გვერდის Card Player.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ისტგეიტი საქართველოს სწორედ ამ ფაქტის გამო ეწვია.

"საქართველოში Card Player-ის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი. Card Player-ი საშუალებას მისცემს ქართველ მოთამაშეებს, გაიგონ მეტი თამაშების შესახებ, რა სიახლეებია პოკერის ინდუსტრიაში, ვინ იგებს და ვინ აგებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია", - განაცხადა ისტგეითმა.

Card Player-ი 1988 წელს დაარსდა და დღეისთვის 10 ენაზე გამოიცემა, რომლებსაც დღეიდან ქართული ვებვერსიაც Card Player.ge-ც დაემატა. პოკერის ინდუსტრიაში, როგორც ბეჭდური ვერსია, ასევე მისი ვებპორტალი დღემდე ითვლება ყველაზე სანდო და ხარისხიან საინფორმაციო წყაროდ.

ეს არის პროფესიონალური გამოცემა, რომელიც პოკერის მოყვარულებს უამრავ საინტერესო პროგრამას სთავაზობს: მოთამაშეებს შეუძლიათ ქართულ ენაზე ისწავლონ პოკერის სწორი თამაში, გაერკვნენ სტრატეგიასა და ანალიზში, გაეცნონ ახალ ამბებს მსოფლიოში პოკერის მიმართულებით, ისწავლონ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ სიტუაციაში, ზუსტად დათვალონ და შეაფასონ შანსები და შეიასწავლონ პოკერის ტერმინოლოგია, ასევე ნახონ უამრავი ვიდეო რგოლები პოკერის თამაშების შესახებ.

"ეს ყველაფერი არის ქართულ ენაზე. ამ საიტის მეშვეობით ჩვენ ვხვდებით იმ სამყაროში, სადაც დავინახავთ, რომ იღბალზე მეტად პოკერში წარმატება დამოკიდებულია დისციპლინაზე, აზროვნებაზე, მათემატიკაზე, ლოგიკაზე და ბოლოსდაბოლოს, პოკერი არის სპორტის სახეობა და მის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია მსოფლიოში ბოლო 10 თუ 20 წლის განმავლობაში", - განაცხადა მალაზანიამ.

Card Player-ის ქართულენოვანი გამოცემის შექმნა ადჯარანეტ.ცომ-ის ორგანიზებით მოხდა. ეს გამოცემა საერთაშორისო არეალზე ფასიანია, ქართველ მომხმარებელს კი მასზე წვდომა უფასოდ ექნება.

"ადჯარანეტ.ცომ-ის და ჩარდპლაყერ-ის პარტნიორობით მოხდა ის, რომ რეალობად იქცა ქართული გამოცემის ჩვენს მომხმარებლამდე მიტანა. ეს გამოცემა საერთაშორისო არეალზე არის ფასიანი. ჩვენ უფასოდ შევთავაზებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი ჩარდპლაყერ.გე-ზე იქნება განთავსებული. დღეიდან გაეშვა ეს საიტი და ჩვენ მომხმარებელს ექნება საშუალება უფრო მეტი გაიგოს პოკერის შესახებ. ყოველდღიური ამბები განთავსდება, იქნება პოკერის გაკვეთილები და მოხმარებლები შეძლებენ კლასის და ცოდნის ამაღლებას", - განაცხადა ადჯარანეტ.ცომ-ის ხელმძღვანელმა გუგა ხელაიამ.

საიტის მიზანია, შექმნას სანდრო საინფორმაციო ველი ქართველი მოთამაშეებისთვის და პოპულარიზაცია გაუწიოს პოკერს, როგორც სპორტულ შეჯიბრებას, სადაც მოგებისთვის იღბალზე მეტად ანალიტიკურ აზროვნებას, ლოგიკასა და დისციპლინას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ყოველი თვის დასაწყისში მოხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ჟურნალის ახალ ნომერს ქართულ ენაზე, რომელიც მიაწოდებს უახლეს ინფორმაციას თანამედროვე პოკერის შესახებ.

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა