უკრაინას უხერხული მეტოქე შეხვდა
გუშინ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ეტაპის, პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა. ნიონში გაირკვა შესარჩევის ჯგუფური ეტაპის რვა მესამეადგილოსნის მეტოქეების ვინაობა.

მაშ ასე, ნაკრებები ასე დაწყვილდნენ:

ნორვეგია-უნგრეთი

(12 და 15 ნოემბერს)

ბოსნია-ირლანდია

(13 და 16 ნოემბერს)

უკრაინა-სლოვენია

შვედეთი-დანია

(14 და 17 ნოემბერს)

მართალია, უკრაინის ნაკრები განთესილთა შორისაც საუკეთესორეიტინგიანი იყო, ხოლო მისი მეტოქე სლოვენია განუთესავებში ყველაზე ცუდრეიტინგიანი, ამ ორ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში სლოვენიელები იგებენ - 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 ფრე და, რაც ყველაზე მთავარია, სწორედ სლოვენიის გამო უკრაინამ ვერ ითამაშა ევრო 2000-ზე - პლეი ოფში დამარცხდა.

შვედეთი და დანია ერთმანეთს 104-ჯერ (!) შეხვდნენ. შვედეთმა 45 მოიგო, ხოლო დანიამ 40. მაგრამ გახსოვთ, ევრო 2004 და ფრე 2:2 ამ ორ გუნდს შორის, რომელიც ორივეს აწყობდა და ამ ფრით გააგდეს იტალიის ნაკრები? ახლა სკანდინავიური ნაკრებები ვერაფრით მოილაპარაკებენ, ორ გუნდზე ერთი საგზური მოდის.

ბოსნია მხოლოდ ერთხელ შეხვდა ირლანდიას აქამდე, დუბლინში ამხანაგური მატჩი 0:1 წააგო ეიდენ მაკგიდის ერთადერთი გოლით.

უნგრეთი და ნორვეგია ერთმანეთს 16-ჯერ შეხვდნენ. ჯერ უნგრელები ჩაგრავდნენ მეტოქეს, მაგრამ 1981 წლის მერე მათთვის ვეღარ მოუგიათ. ეს ოთხი წყვილი გაარკვევს ბოლო 4 საგზურის მფლობელის ვინაობას ევროპის ჩემპიონატზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს