საქართველოს ნაკრები უნგრეთთან ანგარიშით 10:17 დამარცხდა
ბოლო სამი წელიწადია, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები წარმატებით თამაშობს საერთაშორისო სარბიელზე: 2013 წელს ჩვენმა წყალბურთელებმა დაუბრკოლებლად განვლეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, მერე პლეი ოფში თურქეთს აჯობეს და ბუდაპეშტში კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა მსგავს შედეგს წლეულსაც მიაღწია ორრაუნდიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ - გაისად იანვარში ჩვენები ბელგრადში მედლებისთვის მებრძოლთა შორის იქნებიან.

სწორედ ამგვარი მაჩვენებლებისთვის ჩვენს ეროვნულ გუნდს ხვდა პატივი, მსოფლიო ლიგაზე ევროპის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის ეასპარეზა.

იოან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის შეგირდები A ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთის, საბერძნეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად (B ჯგუფი: სერბეთი, ჩერნოგორია, ესპანეთი და საფრანგეთი; C ჯგუფი: ხორვატია, იტალია, რუსეთი და თურქეთი).

შეხვედრები ორ წრედ გაიმართება შინ და გარეთ. პირველი მატჩი ჩვენებმა სტუმრად ითამაშეს სოლნოკში უნგრელების წინააღმდეგ. მადიარები ცხრაგზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები, სამგზის მსოფლიოს და თორმეტგზის ევროპის ჩემპიონები არიან, რომ არაფერი ვთქვათ საპრიზო ადგილებზე.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ანგარიშიც მალევე გახსნეს. პირველ პერიოდში მათ კიდევ ოთხი ბურთი გაიტანეს, რასაც ქართველებმა მხოლოდ ორით უპასუხეს. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც უნგრელთა გამარჯვებით დამთავრდა - 5:2. მესამე პერიოდში ჩვენებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს - 4:4, ბოლო მონაკვეთიც უნგრელებმა მოიგეს, ოღონდ მინიმალური ანგარიშით - 3:2.

A ჯგუფი

უნგრეთი-საქართველო 17:10

5:2, 5:2, 4:4, 3:2

გოლები გაიტანეს:

უნგრეთი: ბალაშ ჰარაი (4), მარტონ ტოტი (3), ბალაშ ერდელი (3), ფერენც სალამონი (2), ბენს ბატორი (2), გერგო ზალანკი (2), კრისტიან ბედო (1).

საქართველო: მარკო ელეზი (2), მარკო ელაჩა (2), მიხეილ ბაღათურია (2), დამირ ცრეპულია (1), ანდრია ბითაძე (1), გიორგი ხვედელიანი (1), ზურაბ რურუა (1).

ამავე ჯგუფში ბერძნებმა ათენში რუმინეთს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს სტუმრები - 17:3.

საბერძნეთი-რუმინეთი 17:3

3:0, 5:3, 5:0, 4:0

საბერძნეთი: ემანუილ მულონაკისი (5), ანგელოს ვლაჩოპულოსი (3), იოანის ფუნტულისი (2), ხრისტოდულოს კოლომვოსი (2), ალექსანდროს გუნასი (1), კონსტანტინოს გენიდუნიასი (1), ხრისტოს აფრუდაკისი (1), კონსტანტინოს მურიკისი (1), ევანგელოს დელაკასი (1).

რუმინეთი: მიხნეა გეორგე (1), ანდრეი გრეტუ (1), ტიბერიუ ნეგრეანი (1).

B ჯგუფი

ჩერნოგორია-ესპანეთი 11:6

4:1, 1:2, 2:1, 4:2

ჩერნოგორია: ალექსანდრ რადოვიჩი (4), ნიკოლა იანოვიჩი (4), ალექსანდრ ლვოვიჩი (2), ფილიპ კლიკოვაცი (1).

ესპანეთი: გუილერმო მოლინა (1), მარკ მინგუელი (1), ალბერტ ესპანიოლი (1), ბლაი მალარაჩი (1), გონსალო ეჩენიკი (1), პაუ ბაჩი (1).

სერბეთი-საფრანგეთი 12:9

3:2, 2:5, 1:2, 6:0

სერბეთი: ანდრია პრლაინოვიჩი (4), ფილიპ ფილიპოვიჩი (3), გავრილ სუბოტიჩი (3), ნემანია ვიკო (1), დრასკო გოგოვი (1).

საფრანგეთი: უგო კრუსილატი (5), მეტეუ პეისონი (1), რემი საუდადი (1), იგორ კოვაჩევიჩი (1), ჟური ნასტრა (1).

C ჯგუფი

ხორვატია-თურქეთი 19:6

5:1, 5:2, 4:2, 5:1

ხორვატია: ანტონიო პეტკოვიჩი (4), ანტე ვუკიჩევიჩი (3), მარინო გაგალი (2), ანდრია ბაბიჩი (2), ფრან პასკუალი (2), ლორენ ფატოვიჩი (2), ლუკა ლონსარი (1), ივან დომაგოიზოვიჩი (1), ანტუნ გორეტა (1), რინო ბურიჩი (1).

თურქეთი: სრდიან აქსენიევიჩი (2), ტოგკან ოზბეკი (1), ოიტუნ ოკმანი (1), ქან გოზუსული (1), ალიქან კაგათაი (1).

რუსეთი-იტალია 11:16

0:4, 3:4, 5:4, 3:4

რუსეთი: ანდრეი ბალაკირევი (2), სერგეი ლისუნოვი (2), რომან შეპელევი (2), დანიილ მერკულოვი (1), იგორ ბიჩკოვი (1), არტიომ აშაევი (1), ადელ ლატიპოვი (1), დმიტრი ხოლოდი (1).

იტალია: მიჩელ ბოდეგასი (4), ვალენტინო გალო (3), მასიმო ჯაკოპო (2), კრისტიან პრესკიუტი (2), მატეო აიკარდი (2), ფრანჩესკო დი ფულვიო (1), ალექს გიორგეტი (1), ჯაკომო ბონი (1).

მეორე ტურის მატჩები 17 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ათენში ითამაშებს საბერძნეთის წინააღმდეგ.

იმავე დღეს უნგრეთი შინ მიიღებს რუმინეთს. სხვა ჯგუფებში ითამაშებენ: სერბეთი-ესპანეთი, საფრანგეთი-ჩერნოგორია, ხორვატია-რუსეთი, იტალია-თურქეთი.

1-ლი დეკემბერი: საქართველო-რუმინეთი, საბერძნეთი-უნგრეთი, ესპანეთი-საფრანგეთი, ჩერნოგორია-სერბეთი, რუსეთი-თურქეთი, ხორვატია-იტალია.

II წრე, 2016 წელი

16 თებერვალი: საქართველო-უნგრეთი, რუმინეთი-საბერძნეთი, საფრანგეთი-სერბეთი, ესპანეთი-ჩერნოგორია, თურქეთი-ხორვატია, იტალია-რუსეთი.

26 აპრილი. საქართველო-საბერძნეთი, რუმინეთი-უნგრეთი, ესპანეთი-სერბეთი, ჩერნოგორია-საფრანგეთი, რუსეთი-ხორვატია, თურქეთი-იტალია.

10 მაისი. რუმინეთი-საქართველო, უნგრეთი-საბერძნეთი, საფრანგეთი-ესპანეთი, სერბეთი-ჩერნოგორია, თურქეთი-რუსეთი, იტალია-ხორვატია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ორმაგ ტრანსფერთან ახლოს - "ლივერპული" პსჟ-იდან შემტევებს იმატებს
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!