დისკვალიფიკაცია ორი წლით
მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში, რუსი გარი კასპაროვი ორი წლით არის ჩამოშორებული ნებისმიერ მოღვაწეობას, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას უკავშირდება.

ამის მიზეზი კორუპცია გახლავთ. ასევე დისკვალიფიკაცია მიიღო საერთაშორისო ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, სინგაპურელმა იგნატიუს ლეონგმა.

ფედერაციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გაარკვია, რომ შარშან, ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ, კანდიდატმა კასპაროვმა და მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა ლეონგმა გარიგება დადეს.

კერძოდ, კასპაროვმა 500 ათასი დოლარი გადაუხადა სინგაპურელს იმ დელეგატების ხმების სანაცვლოდ, რომლებიც აზიის რეგიონს წარმოადგენდნენ.

საბოლოოდ, კასპაროვმა არჩევნები წააგო და ფედერაციის პრეზიდენტად გადაირჩიეს კირსან ილუმჟინოვი.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ამერიკაში მცხოვრები კასპაროვის სისხლის სამართლის დევნის საფუძველი.

იმავე პერიოდში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, კასპაროვი და ლეონგი დამნაშავედ სცნეს ორგანიზაციის მორალური კოდექსის დარღვევაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გარი კასპაროვი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტისაკენ მოუწოდებს
გარი კასპაროვმა ხორვატიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა
კასპაროვი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადდა
კასპაროვი ბრუნდება - რუსი ლეგენდა ამერიკული ტურნირისთვის განაახლებს კარიერას
მთავარი დამნაშავე კასპაროვია? - გაფრინდაშვილის საქმე
გარი კასპაროვი სამი ყაიმით დაბრუნდა