ნიკა მეტრეველის ბრწყინვალე მატჩი იტალიის სერია A-ში
ნიკა მეტრეველის ბრწყინვალე მატჩი იტალიის სერია A-ში. ქართველი ფორვარდი "დ'ორლანდოს" სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა და ამჯერად მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორლანდოელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ამაში ქართველი ფორვარდის დამსახურება დიდია. ვინ-ვინ და მეტრეველის გუნდმა სამი 3 ტურის თავზე წაუგებლად მოლიდერე "რეჯიო ემილია" დაამარცხა - 68:62.

მეტრეველმა თავის გუნდში ზოლტან პერლის (33 წუთი) შემდეგ ყველაზე მეტი - 31 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ქართველ ფორვარდს საბოლოოდ 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. ორლანდოელთაგან მეტრეველთან ერთად ალექს ორიახი (11 ქულა, 12 მოხსნა) და სიმას იასაიტისი (16 ქულა) გამოირჩნენ.

მეტრეველი ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდის სასტარტო ხუთეულში და კლუბიც წარმატებით ასპარეზობს.

"დ'ორლანდოს" 4 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში, 1-ელ ნოემბერს, მეტრეველის გუნდი "ვარეზეს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ნიკა მეტრეველისა და "იუვეს" პირველი გამარჯვება სერია A-ში
ნიკა მეტრეველმა იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ნიკა მეტრეველმა "კაზერტას" მაისურით პირველი გამარჯვება მოიპოვა
ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკში სრული დატვირთვით ავარჯიშა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: გეგმის მიხედვით, მაგრამ ცვლილებებით
Jurnior NBA-GBF ქუთაისელი გოლდენსტეიტელების ტრიუმფით დასრულდა