მექსიკის გრან-პრის შუქ-ჩრდილები
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-17 ეტაპის - მექსიკის გრან-პრის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა...

კვალიფიკაცია

- ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-20 პოული მოიპოვა. ამდენივე აქვს მსოფლიოს 1996 წლის ჩემპიონს დეიმონ ჰილს. გერმანელისთვის ეს იყო 38-ე სტარტი პირველი რიგიდან, რითაც გაუთანაბრდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ჯეკ ბრებემს.

- როსბერგამდე არც ერთ გერმანელ პილოტს არ აუღია სტარტი მექსიკის გრან-პრიზე პირველი რიგიდან. საუკეთესო სასტარტო პოზიცია ჰქონდა მიხაელ შუმახერს, რომელმაც 1992 წელს, კვალიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა. ახლა, გერმანელ პილოტებს ჯამში 145 პოული აქვთ - 90-ით ნაკლები, ვიდრე ბრიტანელებს.

- "მერსედესი" გაუთანაბრდა "რენოს" პოულების რაოდენობით. ეს გუნდები საერთო რეიტინგში მეექვსე ადგილებს იყოფენ. გარდა ამისა, "მერსედესი" გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც სეზონში 13-ჯერ შეძლო სასტარტო ბილიკის პირველი ხაზის დასაკუთრება.

პოულების რეიტინგი:

1. Ferrari 208

2. McLaren 155

3. Williams 128

4. Lotus 107

5. Red Bull 57

6. Mercedes 51

6. Renault 51

7. Brabham 39

8. Benetton 15

9. Tyrrell 14

10. Alfa Romeo 12

- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 88-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან. მან გაუსწრო აირტონ სენას, რომელიც მეორე ადგილზე იყო შესაბამის სიაში. ახლა, ბრიტანელი ამ მაჩვენებლით მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჩამორჩება (116 სტარტი პირველი რიგიდან).

- ზედიზედ 100 ეტაპია კიმი რაიკონენს პოულიდან სტარტი არ აუღია. ბოლოს მან 2008 წელს, საფრანგეთში მოიგო კვალიფიკაცია.

- პირველად ისტორიაში, სასტარტო ბილიკის ბოლო სამი ადგილიდან სტარტი აიღო მსოფლიოს სამმა ჩემპიონმა.

რბოლა

- ნიკო როსბერგმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა - პოული, მოგება და რბოლის საუკეთესო წრე. მის თანაგუნდელს ლუის ჰემილტონს ცხრა ჰეთ-თრიკი აქვს და აქედან შვიდი - გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული შეასრულა. ნიკომ შეწყვიტა რვარბოლიანი მოუგებელი სერია. ასეთი წარუმატებელი პერიოდი მას ბოლო ორწელიწადნახევარია არ ჰქონია.

- როსბერგმა კარიერაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა მარიო ანდრეტის, კარლოს როიტემანსა და ალან ჯონსს. ეს პილოტები საერთო რეიტინგში 23-ე ადგილს იყოფენ.

- წლევანდელ სეზონში მესამედ (ავსტრიისა და ბელგიის შემდეგ), "მერსედესი" სრულად დომინირებდა სარბოლო უქმეების დროს: დაიკავა პირველი რიგი სასტარტო ბილიკზე, ლიდერობდა სტარტიდან ფინიშამდე, გაიარა ორი საუკეთესო წრე და მოიპოვა დუბლი.

- სებასტიან ფეტელმა შეწყვიტა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერია ავარიის მიზეზით გამოვარდნების გარეშე. ბოლოს, ამ მიზეზით გერმანელი 2010 წელს, თურქეთის გრან-პრიზე გამოეთიშა ბრძოლას.

- პირველად 2006 წლის შემდეგ, კიმი რაიკონენი ზედიზედ ორ რბოლას გამოეთიშა ავარიის გამო.

- პირველად 2009 წლის ავსტრალიის გრან-პრის შემდეგ, "ფერარის" ორივე პილოტი გამოეთიშა ბრძოლას, მაგრამ მაშინ, რაიკონენი მაინც მოხვდა საბოლოო ოქმში. ბოლო რბოლა, რომელშიც "ფერარის" ორივე წევრი დროის გარეშე დარჩა, 2006 წელს, ავსტრალიაში გაიმართა - 180 რბოლისა და 3500 დღის წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"