ასე მოსაწყენი და შედეგიანი...
მადრიდული პრესის საყვარელი თემა "რეალია". მით უმეტეს, "რეალში" ახალი მწვრთნელია - რაფა ბენიტესი. ჩვენ ხშირად ვხვდებით ასეთ ფრაზებს: "ამას თავიდანვე ვამბობდით. ეს ბენიტესის გუნდია და სხვანაირად ვერ იქნება. არადა, ეს "რეალია". ამ ფრაზებში იმედგაცრუება შეიგრძნობა.

ეს პირველად მადრიდული დერბის შემდეგ გაისმა და "პარი სენ-ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩის შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალურობა ამ პოსტულატს. არადა, მთავარი არის - "რეალს" შედეგი აქვს.

მადრიდული კლუბი ერთადერთი გუნდია დიდ ევროპულ პირველობებზე, რომელსაც მარცხის სიმწარე ჯერაც არ უწვნევია. აქამდე სამი იყო, ახლა ერთი დარჩა. "ბაიერნმა "არსენალთან" წააგო, "სენ-ჟერმენმა" კი მადრიდელებთან დაყარა ფარ-ხმალი.

ციფრებს ვერაფრით შეეკამათები. ესპანელ სპეციალისტს ძალიან საინტერესო არგუმენტი მოჰყავს. "თქვენ მე მიცნობთ და მიმიჩნევთ დაცვის მოყვარულ მწვრთნელად. მე ციფრებს დაგისახელებთ. "ნაპოლიმ" გასულ სეზონში 104 გოლი შეაგდო, რითაც საკლუბო რეკორდი დაამყარა. ხომ არ გახსოვთ, ვინ იყო იმ "ნაპოლის" მწვრთნელი?" - სარკაზმი გაურია რაფა ბენიტესმა ესპანელი ჟურნალისტებისათვის დასმულ კითხვაში.

ბენიტესმა ისიც დასძინა, რომ ჯერ "რეალი" მხოლოდ სანახევროდ აჩვენებს თავის ძალას. "რეალი" დიდი გუნდია. ჩვენ თავიდანვე უნდა გადავწყვიტოთ თამაშის ბედი ჩვენ სასარგებლოდ. კარგად უნდა შევუტიოთ და ასევე დავიცვათ თავი.

ჯერჯერობით მხოლოდ 50 პროცენტით გამოგვდის ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს და როგორიც უნდა იყოს გუნდი", - ამბობს რაფა.

ბენიტესი დაცვის მოყვარულ მწვრთნელად მხოლოდ ჟურნალისტებს როდი მიაჩნიათ. ასე ფიქრობს მისი ზოგიერთი კოლეგა. მაგალითად, "პარი სენ-ჟერმენის" დამრიგებელმა ლორან ბლანმა ჩემპიონთა ლიგის პარიზული ჯახის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რაფამ კარში "ავტობუსი" არ ჩააყენა.

"რეალის" ზოგიერთი თანამშრომელი და ხელმძღვანელი უკმაყოფილოა გუნდის სამედიცინო შტაბის მუშაობით. საქმე ისაა, რომ სეზონი ახლახან გახურდა, "სამეფო კლუბს" კი არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუგროვდა.

რაფამ ექიმები დაიცვა. მან თქვა, რომ მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არ უნახავს ასეთი პროფესიონალებით დაკომპლექტებული სამედიცინო სტაფი. ზოგიერთნი მადრიდში კი ფიქრობენ, რომ ამდენი ტრავმა გასული, გადატვირთული სეზონის გამოძახილია, როცა კარლო ანჩელოტი, პრაქტიკულად, ერთსა და იმავე შემადგენლობას ათამაშებდა და არ მიმართავდა როტაციას.

ტრავმების მიუხედავად, "რეალის" სასტარტო შემადგენლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია. ერთ-ერთი იმიტომ, რომ "ბარსელონა" და "ბაიერნი" არსებობენ. "ბარსელონა", რომელსაც თავისი გასჭირვებია - ტრავმირებული ლიონელ მესი არ ჰყავს.

რაფას "რეალის" ერთ-ერთ მთავარ სახედ ბრაზილიელი საყრდენი კაზემირო ყალიბდება. წინა სეზონში სამხრეთამერიკელი "პორტოში" იყო განათხოვრებული. ახლა ის "ბერნაბეუზეა" და ბენიტესის ფეხბურთს იდეალურად ერგება. კაზემირო ერთ-ერთი საუკეთესოა ლა ლიგაში ართმევებისა და მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით.

"მარკა" კაზემიროს კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის პროტეჟეს უწოდებს. ჩაშლასთან ერთად ბრაზილიელს შეტევაც ეხერხება. დიდი ხნის განმავლობაში პერესი ნატრობდა, "რეალის" საყრდენად ეხილა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მას კლოდ მაკელელეს მოაგონებდა.

ეს აქამდე ვერავინ შეძლო, არადა, მადრიდელებს მართლაც დიდებული საყრდენები ჰყავდათ - ორი დიარა, ხედირა, ალონსო... ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.

"რეალს" შედეგი აქვს, მაგრამ ქომაგი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ არის. მას შედეგთან ერთად ის ფეხბურთი უნდა, რომელიც წლების განმავლობაში იქცა "სამეფო კლუბის" საფირმო ნიშნად.

ესპანეთში შეიძლება მოიგო, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილო იყოს. რამდენიმე დღის წინ "ვალენსიამ" შინ, "მესტალიაზე", ვალენსიური დერბი 3:0 მოუგო "ლევანტეს". შედეგი დიდებული იყო, მაგრამ ტრიბუნები კინაღამ დაინგრა - ქომაგები კლუბის პორტუგალიელი სპეციალისტის, ნუნუს გადადგომას ითხოვდნენ.

რაღა შეხსენება გჭირდებათ და, ასეთი ამბავი "რეალშიც" მოხდა, ოღონდ წლების წინ. მაშინ დონ ფაბიო კაპელომ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოაგებინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თანამდებობის შესანარჩუნებლად.

ქომაგები ბენიტესს ნდობის დიდ კრედიტს არ დაამადლიან. ამის მიზეზი წარსულში უნდა ვეძებოთ. როგორც ერთ-ერთმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა, რაფამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 20 წელი გაატარა ამის შემდეგ კიდევ 20 წელი ოცნებობდა გუნდის გაწვრთნაზე.

ეს ასეა, მაგრამ ნდობა ყოველთვის მთავრდება ფეხბურთში. მოვა დრო და პერესს მოსწყინდება რაფას სტილი. მწვრთნელისა, რომელიც ცოლს პირველ შეხვედრაზე დაცვითი ფეხბურთის სიკეთეებზე ესაუბრებოდა და არა ტკბილად საჭუკჭუკო სასიყვარულო ამბებზე.

ერთიც - რაფა მიეჩვია, რომ ის გუნდის მწვრთნელიცაა და მენეჯერიც. ამას მას მადრიდში არავინ გააკეთებინებს. ფლორენტინო პერესის მთელი საფეხბურთო მუღამი "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკის წარმართვაა.

ბენიტესი კი ოპტიმალურ რაღაცებს ეძებს. ერთი თვის წინ მან კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, გაეფართოებინათ მწვრთნელის ზონა სათადარიგოთა სკამთან. ბერნდ შუსტერის შემდეგ მადრიდში არ ყოფილა ასეთი აქტიური მწვრთნელი და ვინ იცის, რაფა გარდაიქმნას.

ვინ იცის, რაფამ შეუტიოს.

"რეალი" შეტევა, გოლები და ფოიერვერკია. ესპანელმა ეს დღესასწაული უნდა შექმნას!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი