ბელგია, რომელმაც იტალია დაჩაგრა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იმ 28 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც ორ უახლოეს შეხვედრაში დაეყრდნობა.

13 ნოემბერს, "სკუადრა აძურა" ბრიუსელში ბელგიას ესტუმრება, ხოლო 17 ნოემბერს, ბოლონიაში რუმინეთს მიიღებს. ორივე შეხვედრა ამხანაგურია, თუმცა იტალიელები მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივიან და აქვთ კიდეც ბევრი მიზეზი.

შემადგენლობის ავ-კარგი

ანტონიო კონტეს სიაში ერთბაშად ოთხი მეკარეა, რომელთაგან მატია პერინი გამოვარჩიოთ, რომელიც ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებს. ჯანლუიჯი ბუფონი რომ ნომერი პირველია, ძველი ამბავია, პირველი დუბლიორის სტატუსისთვის კი დიდი კონკურენციაა სალვატორე სირიგუს, დანიელე პადელის და ხსენებულ პერინს შორის, თუმცა სხვა მეკარეებიც არიან, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ ვიხილოთ სანაკრებო განაცხადში.

დაცვაში ვერ ვხედავთ ანდრეა რანოკიას, დომენიკო კრიშიტოს, მანუელ პასკუალს, დავიდე სანტონს და კიდევ რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს, რიომლებიც პერიოდულად ხვდებიან სანაკრებო განაცხადში. სამაგიეროდ, ლორენცო დე სილვესტრი და ლუკა ანტონელი დაბრუნდნენ, რომლებსაც ბოლო შეხვედრებში ანტონიო კონტე არ სწყალობდა. სხვა მხრივ, ნაცნობი გვარებია, "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველთა ტრიოს თამადობით...

ნახევარდაცვაში ვერ ვხედავთ ანდრეა პირლოს და ეს ლოგიკურია, რადგან ამხანაგური მატჩების გამო ღვაწლმოსილი ვეტერანის ოკეანის გაღმიდან ევროპაში გადმოფრენა ნამეტანი იქნებოდა. მსუბუქი ტრავმა აქვს დანიელე დე როსის, რის გამოც რომაული დერბი გამოტოვა და ვერც ეროვნულ გუნდს დაეხმარება.

ტრავმირებულია მარკო ვერატიც, რომელიც დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს და ბუნებრივია, რომ "აძურას" ორ უახლოეს პაექრობას ისიც გამოტოვებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ანდრეა ბერტოლაჩიზე, რომელიც ლაზარეთშია და ბოლო შეხვედრებში ვერც "მილანს" დაეხმარა.

გამოძახებულთაგან ემანუელე ჯაკერინის დაბრუნება გამოვარჩიოთ, რიმელიც "ბოლონიაში" კარგად ათამაშდა. ასევე, ჯაკომო ბონავენტურას გამოძახებაა აღსანიშნავი, რადგან ანტონიო კონტე აქამდე მას ნაკლებად ენდობოდა. აქვე ვთქვათ, რომ ბევრი ელოდა რიკარდო საპონარას გამოძახებას, რომელიც "ემპოლიში" გამთამაშებლის პოზიციაზე ძალიან კარგად ასპარეზობს, მაგრამ კონტემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო...

კონტეს განაცხადში, ტრადიციულად, ბევრი თავდამსხმელია, რომლებიც ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: გამოკვეთილი ცენტრფორვარდები და გარემარბები. პირველ კატეგორიაში სიმონე ძაძა, გრაციანო პელე და სტეფანო ოკაკა უნდა შევიყვანოთ - ეს უკანასკნელი ბელგიაში ასპარეზობს და რადგან იტალია ბრიუსელში ჩადის, როგორც ჩანს, კონტემ მისი ნახვაც მოისურვა საქმეში.

ფლანგებიდან ან გნებავთ, სიღრმიდან თამაში შეუძლიათ მანოლო გაბიადინის, მარტინს ედერს, სტეფან ელ შაარავის, ანტონიო კანდრევას და ალესიო ჩერჩის. ამჯერად, განაცხადს მიღმა დარჩნენ სებასტიან ჯოვინკო, დომენიკო ბერარდი და რაც ყველაზე უფრო გასაკვირია, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ლორენცო ინსინიე.

მოტივაცია

მართალია, "სკუადრა აძურას" წინ ამხანაგური მატჩები ელოდება, მაგრამ იტალიელები მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივიან. საქმე იმაშია, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას, "აძურა" განთესილებში ვერ მოხვდა და იქ ბელგიას დაუთმო ადგილი.

დიახ, იმ ბელგიას, რომელსაც 13 ნოემბერს დაუპირისპირდება და რომელიც ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზეა! აპენინელები დიდი ხანია, აკრიტიკებენ მსოფლიო ფეხბურთის უმაღლეს ორგანოს აღნიშნული რეიტინგის გამო და მუდმივად იმაზე აპელირებენ, რომ ვერაფრით გაიგეს, რატომ არის "აძურა" მუდმივად საუკეთესო ათეულს მიღმა და რატომ უსწრებენ თუნდაც ისეთი ნაკრებები, როგორიც ბელგიაა.

აქვე ვთქვათ, რომ ამჟამად იტალიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციაზეა და სულ ერთი საფეხურით უსწრებს რუმინეთს, რომელსაც 17 ნოემბერს დაუპირისპირდება.

არადა, ჯერ კიდევ სექტემბრის რეიტინგში იტალია მე-17 ადგილზე იყო და რუმინეთსაც ჩამორჩებოდა. მოკლედ, იტალიელებს არ მოსწონთ მათი ნაკრებისადმი ფიფას და უეფას დამოკიდებულება, ძალის დემონსტრირებას კი სწორედ იმ გუნდებთან აპირებენ, რომლებსაც რეიტინგებში და წილისყრებისას ხშირად "სკუადრა აძურაზე" მაღლა აყენებენ...

სანაკრებო სია:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), სალატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), დანიელე პადელი (ტორინო), მატია პერინი (ჯენოა).

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (სასუოლო), ლუკა ანტონელი (მილანი), დავიდე ასტორი (ფიორენტინა), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (მან. იუნაიტედი, ინგლისი), მატია დე შილიო (მილანი), ლორენცო დე სილვესტრი (სამპდორია).

ნახევარმცველები: ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ემანუელე ჯაკერინი (ბოლონია), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), მარკო პაროლო (ლაციო), რობერტო სორიანო (სამპდორია).

თავდამსხმელები: ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესიო ჩერჩი (მილანი), სტეფან ელ შაარავი (მონაკო, საფრანგეთი), მანოლო გაბიადინი (ნაპოლი), მარტინს ედერი (სამპდორია), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), სიმონე ძაძა (იუვენტუსი), სტეფანო ოკაკა (ანდერლეხტი, ბელგია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
“ფიორენტინამ” მწვრთნელად პაოლო ვანოლის დაბრუნება გვაუწყა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია