რას ამბობს ანტისადოპინგო ლაბორატორიის შეფი
ქალაქ ლოზანას ანტისადოპინგო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მარსიალ სოგიმ განაცხადა, რომ 2009 წელს, რუსეთიდან მუქარის წერილებს იღებდა.

მას სიკვდილით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში - თუ დაამტკიცებდა რუსი მძლეოსნების მხრიდან დოპინგის გამოყენებას. ამ ინფორმაციას ავრცელებს სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია (AIPS) შვეიცარიულ გაზეთ 24 Heures-ზე დაყრდნობით.

აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სენსაციურ ანგარიშში, რომელიც რუსი მძლეოსონების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტებს მიეძღვნა, ერთ-ერთი თავი სწორედ ლოზანას ანტისადოპინგო ლაბორატორიის მუშაობაზე მოგვითხრობს. კომისიის მონაცემებით ამ ლაბორატორიამ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ბრძანების მიუხედავად, მოსკოვიდან გაგზავნილი 67 დოპინგ-სინჯი გაანადგურა.

სოგი თავისი ორგანიზაციის დაცვით გამოვიდა. მან ახსნა, რომ სინჯები არსებული რეგლამენტის მიხედვით გაანადგურა. მისი სიტყვებით, WADA-ს არ გაუცია სინჯების შენახვის ბრძანება. მანვე ისიც აღნიშნა, რომ ლაბორატორია მზად არის წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, სოგი ყვება იმის შესახებ, რომ "უცნაური დოპინგ-სინჯების" ჯერ კიდევ 2007 წლიდან ჩნდებოდა, უშუალოდ პეკინის ოლიმპიადის წინ. შედეგად, აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა შვიდი რუსი სპორტსმენი. "სისხლის ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ გადაცდომა არსებობდა. ეს შეეხებოდათ 2008 წლის ოლიმპიადის პოტენციურ მედალისტებს", - აღნიშნა მან.

სოგის თქმით, 2009 წელს, მან რუსეთიდან მუქარის ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა: "თქვენ იცით, როგორ ვმუშაობთ შვეიცარიულ მართლმსაჯულებასთან. კითხეთ ამის შესახებ ავიადისპეტჩერის ოჯახს, რომელიც გარეული იყო იუბერლინგენთან ახლოს მომხდარი კატასტროფის საქმეში".

2004 წელს მოკლეს შვეიცარიური კომპანია Skyguide-ის ავიადისპეტჩერი, რომელიც 2002 წლის ივლისში იმ ღამით მორიგეობდა, როცა გერმანიის თავზე "ბაშკირეთის ავიახაზების" თვითმფრინავი ტუ-154 კომპანია DHL-ის სატვირთო "ბოინგ-737"-ს შეეჯახა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა