ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კორპორატიულ ლიგებში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კორპორატიულ ლიგებში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

15 ნოემბრის სათამაშო დღეს, ტრადიციულად, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ოქროს და ვერცხლის ლიგების ცენტრალური დაპირისპირებები მოლოდინისამებრ საინტერესოდ წარიმართა.

ტური ვერცხლის ლიგის შეხვედრებით დაიწყო. პირველები ერთმანეთის პირისპირ პირველ ტურში დამარცხებული გუნდები წარდგნენ. "ბანკი რესპუბლიკა" "ავერსს" დაუპირისპირდა და არცთუ იოლ ორთაბრძოლაში 3-1 დაამარცხა.

"ფარმაცევტთა" სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პირველი ტურის შემდეგ მათმა თამაშმა გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მოულოდნელად დაძაბული გამოდგა "თეთრი ქუდისა" და "ბი პი ჯორჯიის" დაპირისპირებაც, რომელიც ასევე მოულოდნელი ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

ზედიზედ მეორე გამარჯვებები მოიპოვეს ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის და "ალიანს ჯორჯიის" გუნდებმა.

"მედიკოსებმა" "თბილისის მერიას" სძლიეს - 5-3, ხოლო "დისტრიბუტორებმა" "საქრუსენერგო" დაამარცხეს დამაჯერებლად - 4-1.

ტურის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება კი "ვითიბი ბანკსა" და "ბაქსვუდს" შორის გაიმართა, რომელიც საბოლოოდ "ბანკირთა" გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.

ისევე, როგორც "ტატიშვილისა" და "ალიანს ჯორჯიის" შემთხვევაში, "ვითიბიც" უდანაკარგოდ განაგრძობს ასპარეზობას და ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში სამხელისუფლებიანობაა. ბურთების უკეთესი სხვაობით ვერცხლის ლიგას "ალიანს ჯორჯიის" გუნდი ლიდერობს.

15.11.2015. ვერცხლის ლიგა. II ტური

ბანკი რესპუბლიკა - ავერსი 3-1

თეთრი ქუდი - BP GEORGIA 1-1

ტატიშვილი - თბილისის მერია 5-3

ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი 4-3

საქრუსენერგო - ალიანს ჯორჯია1-4

ბომბარდირები: ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) – 5, ნოდარ მაჭავარიანი (ვითიბი), ავთო ბუიღლიშვილი (ალიანსი), თემურ აბულაშვილი (მერია) - 4

კიდევ უფრო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა ოქროს ლიგის მეორე ტური, საიდანაც ორი დაპირისპირება გამორჩეულად საინტერესოდ წარიმართა.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოქმედი ჩემპიონის, "ნატახტარისა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდების შეხვედრა მოექცა, რომელმაც გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა კიდეც.

უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ჩემპიონმა გათანაბრება მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა: ბრწყინვალედ ითამაშა ოქროს ლიგის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა კახაბერ გოგოხიამ.

კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა საპატრულო პოლიციის გუნდმა, რომელმაც "საქართველოს ბანკს" სძლია - 2-1 და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

მეორე ტურის კიდევ ორ შეხვედრაში კი ერთნაირი ანგარიში, 4-2 დაფიქსირდა. "ვესტ ინვესტმა" "ევროპაბეთს" სძლია, ხოლო "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" "კრედო" დაამარცხა.

15.11.2015. ოქროს ლიგა. II ტური

ნატახტარი - GWP 1-1

ევროპაბეთი - ვესტ ინვესტი 2-4

საქართველოს ბანკი - პატრული 1-2

კრედო - TTC 2-4

ბომბარდირები: თემურ ვაჩნაძე (ვესტ ინვესტი) – 4, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 3

კვირასვე გაიმართა სუპერლიგა A-ს მეორე ტურის გამოტოვებული დაპირისპირება, შსს-სა და "ვეტერანებს" შორის, რომელიც "ძალოვნების" დამაჯერებელი გამარჯვებით, 5-2 დასრულდა.

15.11.2015. სუპერლიგა A. II ტური

ვეტერანები - შსს 2-5

უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ყოველი სათამაშო დღის გამორჩეული ფეხბურთელების დასახელება. ამჯერად საუკეთესოები ოქროს და ვერცხლის ლიგებში გამოვლინდნენ.

ოქროს ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "პატრულის" ლიდერი გიორგი ფურცელაძე დასახელდა, რომელსაც დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერი გადაეცა.

ვერცხლის ლიგაში კი საუკეთესო "ვითიბის" ფეხბურთელი ნოდარ მაჭავარიანი გახდა, რომელიც "ეფლ სითის" სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები, sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა