ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ნალბანდიანი სახლში წავიდა

ნალბანდიანი სახლში წავიდა

ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

ATP-ის ტურში მიმდინარე ჩემპიონატებზე მეოთხედფინალური ეტაპის მონაწილეები გაირკვნენ. მიმოხილვა ზაგრების ტურნირით დავიწყოთ, სადაც მეორე წრეს ხორვატი ჩოგბურთელები ასრულებდნენ და ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, მასპინძლებმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ივან ლუბიჩიჩს ზაგრებში ერთხელ გაუმარჯვია და ორჯერ ფინალშიც უთამაშია. ვეტერანმა გუშინ იოლად ჩამოიცილა გზიდან დანიელ ბრანდსი. ხორვატი საკუთარ მოწოდებაზე თითქმის იდეალურად თამაშობდა. მართალია, 68 წუთის განმავლობაში მხოლოდ 7 ეისი შეასრულა, სამაგიეროდ საკუთარ გეიმებში სულ რაღაც 12 გათამაშება დათმო. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი სცენარით ბრანდსს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია და შესაბამისად, ლუბიჩიჩის დამარცხება შეუძლებელი ჩანდა.

ახლა ივანი მეოთხედფინალში თანამემამულე ივან დოდიგს შეხვდება, ასე რომ, ნახევარფინალში ხორვატიას ერთი წარმომადგენელი აუცილებლად ეყოლება. მეორე შეიძლება გახდეს მარინ ჩილიჩი, რომელიც დამაჯერებლად მიიწევს ზაგრებში ზედიზედ მესამე გამარჯვებისკენ.

ყველაზე მოულოდნელია ხორვატიის დედაქალაქში ალექს ბოგომოლოვის გამოსვლა. ამერიკელმა სტარტი საკვალიფიკაციო ტურნირიდან აიღო და უკვე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამერიკელმა ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა მეშვიდე ნომრად განთესილი ფილიპ პეტცშნერი. გერმანელს დიდი უპირატესობა ჰქონდა ეისების რაოდენობით (შვიდი ერთის წინააღმდეგ), მაგრამ საკუთარ გეიმებში უფრო დამაჯერებლად ამერიკელი გამოიყურებოდა, რომელმაც ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს და ეს საფრთხე მოიგერია.

ამ დღეს კიდევ ერთი მატჩი იყო დაგეგმილი, მაგრამ ფრანგმა რიშარ გასკემ უბრძოლველად გააღწია მეოთხედფინალში, რადგან მისმა თანამემამულემ არნო კლემანმა მხარის ტრავმა მოიმიზეზა და კორტზე არ გავიდა.

იოჰანესბურგში მაყურებელს ძირითადად საკუთარი ჩოგბურთელების გამო მოუწიათ ნერვიულობა. ერთმა სამხრეთფარიკელმა გაამართლა მათი იმედები. კერძოდ, იოჰანესბურგში დაბადებულმა კევინ ანდერსმა 69 წუთში მოუგო ისრაელის წარმომადგენელ დუდი სელას. მასპინძელმა 13 ეისი ჩააწოდა და საერთოდ, თავის მოწოდებაზე ბრწყინვალედ ითამაშა, გარდა ამისა, ხუთი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა. ასე რომ, ახალგაზრდა ანდერსონი შეეცდება გააკვირვოს მაყურებელი და საკუთარი თავი და კარიერაში პირველად მოიგოს "დიდი სლემის" ტურნირი, ოღონდ ამისთვის კიდევ სამი მატჩის მოგება სჭირდება.

სამხრეთ აფრიკის მეორე წარმომადგენელმა - ფრიც ვოლმარანსმა კი ორ პარტიაში წააგო თავისი მატჩი ფრანკ დანჩევიჩთან, რომელმაც წინა დღეს ფელისიანო ლოპესი გამოთიშა ბრძოლას. სხვათა შორის, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ATP-ის ტურნირის მერვედფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ მსოფლიოს რეიტინგის მესამე ასეულის წევრები. ასეთ რამეს იშვიათად შეხვდებით თანამედროვე ჩოგბურთში.

სენსაციით დასრულდა მერვედფინალი სანტიაგოში. ამ ეტაპზე ბრძოლა შეწყვიტა მთავარმა ფავორიტმა დავიდ ნალბანდიანმა. 29 წლის არგენტინელმა, რომელიც ტურნირზე პირველად ნომრად იყო განთესილი, თითქმის უბრძოლველად ორ პარტიაში წააგო 25 წლის თანამემამულე ორასიო სებალიოსთან - 2:6, 5:7. დავიდის მეტოქე კლასიფიკაციაში 108-ე პოზიციას იკავებს.

ნალბანდიანმა მთელი მატჩის განმავლობაში ორი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ამასთან, ხუთჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. მატჩი საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.

სხვა თამაშები უფრო დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. სამი პარტიის ჩატარება გახდა საჭირო სანტიაგო ხირალდოსა და იგორ ანდრეევის მატჩში. კოლუმბიელს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი ეისიც არ ჩაუწოდებია, მაგრამ იშვიათად ცდებოდა, რუსმა კი ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა და მთელი მონდომება ქარს გაატანა. თითქმის თანაბარ თამაშში უფრო მეტად ხირალდოს გაუმართლა და ბრძოლას სწორედ ის აგრძელებს.

მეორე შეხვედრაში პოტიტო სტარაჩემ ხუთივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რომელიც პაბლო ანდუხარის წინააღმდეგ ჰქონდა. შედეგად იტალიელმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა და ახლა შეეცდება თავისი მთავარი ოცნების ასრულებას - კარიერაში ATP-ის პირველი ტურნირის მოგებას.

კიდევ ერთი არგენტინელი მოხვდა რვა საუკეთესოს შორის. ეს გახლავთ ვეტერანი ხუან იგნასიო ჩელა, რომელმაც ორ სეტში მოუგო კაიო ზამპიერის. მატჩში არც ერთი ეისი არ ყოფილა, სამაგიეროდ, უხვად იყო ბრეიკ-პოინტები. მაგალითად, ჩელმამ მეტოქეის გეიმის აღების 12 შანსი მიიღო და აქედან ექვსი გამოიყენა. ეს საათნახევრიან მატჩში მოგებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ჩელა სანტიაგოში კარიერაში მეშვიდე ტიტულის მოგებას ლამობს.

ATP

Movistar Open

სანტიაგო (ჩილე). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/8 ფინალი

ორასიო სებალიოსი (არგ)-დავიდ ნალბანდიანი (არგ, 1) 6:2, 7:5; სანტიაგო ხირალდო (კოლ, 8)-იგორ ანდრეევი (რუს) 7:6, 4:6, 6:2; პოტიტო სტარაჩე (იტა, 5)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:4, 6:1; ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 4)-კაიო ზამპიერი (ბრა) 6:2, 6:3.

PBZ Zagreb Indoors

ზაგრები (ხორვატია). ხალიჩა

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/8 ფინალი

ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-ფილიპ პეტცშნერი (გერ, 7) 6:1, 6:2; ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 2)-დანიელ ბრანდსი (გერ) 6:2, 6:3; ივან დოდიგი (ხორ)-ილია მარჩენკო (უკრ) 6:2, 6:3; რიშარ გასკე (საფ)-არნო კლემანი (საფ) კლემანის უარი.

SA Tennis Open

იოჰანესბურგი (ს. აფრიკა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 500 დოლარი

1/8 ფინალი

კევინ ანდერსონი (ს. აფრი, 4)-დუდი სელა (ისრ) 6:2, 6:4; ადრიან მანარიო (საფ, 6)-დენის გრემელმაირი (გერ) 6:7, 6:4, 6:4; კაროლ ბეკი (სლოვაკ)-გო სოედა (იაპ) 3:6, 7:5, 6:0; ფრანკ დანჩევიჩი (კან)-ფრიც ვოლმარანსი (ს. აფრ) 7:6, 6:3.

1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს

ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი მატჩი მოიგო

რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე

გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს

ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა

2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა

"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

დემბელე: ახლა "ოქროს ბურთზე" მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა

კვარაცხელია: საქართველო მარად ჩემთანაა - "ინტერთან" ფინალი სიზმარივითაა

სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა. "ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფინალი გველოდება" - ლუის ენრიკე

ცნობილი გახდა "შახტარში" არდა ტურანის ხელფასის ოდენობა

"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"

ბელინგემი საოპერაციოა - ინგლისელი შემდეგი სეზონის სტარტს გამოტოვებს

"ილიას ნოკაუტით დავამარცხებ!" - თოფურიას მომავალმა მეტოქემ თამამი განცხადება გააკეთა

პსჟ-ის გზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - მეტოქეები, თარიღი და ტურნირის ახალი ფორმატი

მინიმუმ 40 მილიონი ევრო - შერკის ტრანსფერიდან "ლიონი" მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ელის

პსჟ შეტევაში კიდევ უფრო ძლიერდება? - კვარაცხელიას კლუბში შესაძლოა, ყოფილი ფორვარდი დაბრუნდეს

აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა

ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის

გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა