ბაჰრეინში რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საჰირის ავტოდრომზე ტესტებისა და ახალი ჩემპიონატის პირველი ეტაპის ჩატარებას.

ბაჰრეინში რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საჰირის ავტოდრომზე ტესტებისა და ახალი ჩემპიონატის პირველი ეტაპის ჩატარებას. ჯერჯერობით კრიზისს გლობალური ხასიათი არ მიუღია, მაგრამ ოპოზიციის ორგანიზებულმა აქციებმა უკვე დედაქალაქ მანამას მიაღწია.

თუ ბაჰრეინის კრიზისი ისეთივე სერიოზული აღმოჩნდა, როგორც ტუნისსა და ეგვიპტეში, ამან შეიძლება ჩაშალოს 3-6 მარტს დაგეგმილი ტესტები და ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სტარტი. საუკეთესო შემთხვევაში, 13 მარტს გასამართ ბაჰრეინის გრან-პრის ტურისტების მცირე რაოდენობა ეწვევა და ეს ორგანიზატორებს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს.

"ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუსახელებია ტრავმირებული რობერტ კუბიცას შემცვლელი. აქამდე ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ გუნდის საპრიზო პილოტი ნიკ ჰაიდფელდი გახდებოდა - გერმანელი თავისუფალია კონტრაქტისგან და თან ტესტებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გუშინ უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ "ლოტუს-რენოს" ბანაკიდან არანაირი ცნობა არ გამოსულა.

"რენოსთან" დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დაყოვნების მიზეზი კუბიცას პოზიციაა - თურმე პოლონელს განუცხადებია, რომ საუკეთესო ვარიანტი არა ჰაიდფელდის, არამედ ვიტანტონიო ლიუცის მიწვევა იქნება.

ამ ჭორს პასუხს გასცემს ამ კვირას ბარსელონაში დაგეგმილი ტესტები - თუ "ლოტუს რენოს" საჭეს ლიუცი მიუჯდა, ე. ი. ასეთი ვარიანტი მართლაც განიხილება.

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა