ალჟირელის მორიგი აღიარება
რიად მაჰრეზი BBC-მ 2016 წლის აფრიკის წლის ფეხბურთელად დაასახელა. ალჟირელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ანდრე აიუს, სადიო მანესა და იაია ტურეს აჯობა.

გასაკვირი არც არის, რომ პრემიერლიგის წლის მოთამაშედ დასახელებულმა მაჰრეზმა ეს ჯილდოც დაისაკუთრა, რადგან 25 წლის მოთამაშე "ლესტერს" სასწაულის მოხდენაში ძალიან დაეხმარა. "მელიებმა" ინგლისის ჩემპიონატი დიდწილად, სწორედ მისი გოლებითა და საგოლე გადაცემებით მოიგეს (17 გოლი, 11 პასი).

"ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თითოეული აფრიკელი მოთამაშისთვის ამ ჯილდოს მოგება განსაკუთრებული რამაა. ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ. დიდი მადლობა ფანებს, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. ამ ჯილდოს ალჟირელ გულშემატკივრებსა და ჩემს ოჯახს ვუძღვნი" - განაცხადა მაჰრეზმა.

ლესტერშირელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ თავისი გუნდის ლიდერს ეს წარმატება მიულოცა და იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ უერთგულა მაჰრეზმა "მელიებს".

"მინდა, რომ მან ასევე გააგრძელოს, ასეთ ფანტასტიკურ ფეხბურთელად დარჩეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. იგი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. აღარ ვლაპარაკობ მის დონეზე, მონაცემებზე… იგი ყოველდღიურად უმატებს. ყოველთვის მზად არის, გუნდისთვის მსხვერპლზე წავიდეს. რატომ დარჩა მაჰრეზი? იმიტომ, რომ რიადისთვის გარკვეული ფასეულობებია მნიშვნელოვანი და მას სურდა, "ლესტერთან" ერთად ეს ზღაპრული თავგადასავალი გაგრძელებულიყო. თუ ჩემპიონთა ლიგისკენ გავიხედავთ, ეს თავგადასავალი გრძელდება კიდეც" - თქვა რანიერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის
"შოკში ვარ" - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ
"სიტი" მზადაა მაჰრეზის თაობაზე წინადადებები მოისმინოს
"გენიოსი ვარ!" - "ჩელსისთან" ბრწყინვალე შეცვლების გამკეთებელმა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ თვითკმაყოფილება ვერ დამალა
"თქვენ მე რონალდო გგონივართ?" - მაჰრეზის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე
"არაბეთში ჩამოსვლა არ გაბედოთ, იცით, აქ რა ხდება? სხვა არჩევანი არ მქონდა..." - მაჰრეზის მეუღლე შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობს