"სამეფო კლუბის" სარეკორდო ტიტული
* მადრიდის "რეალმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. მეტი ტიტული მხოლოდ "ბარსელონას" აქვს - 3.

* ეს მადრიდელთა 21-ე საერთაშორისო საკლუბო ტიტულია. ამით "რეალმა" "ბარსელონასა" და ეგვიპტურ "ალ აჰლის" (20-20 ტიტული) აჯობა.

* კრიშტიანო რონალდომ ლეო მესის გაუსწრო საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზე გოლების რაოდენობით.

* რონალდო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

* მესამე ადგილი კოლუმბიურმა "ატლეტიკო ნასიონალმა" დაიკავა.

კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო "რეალმა" საკლუბო ტიტულების რეკორდი დაამყარა. თუმცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა "სამეფო კლუბს" იოლად არ მოუგია.

იაპონიის ქალაქ იოკოჰამას "ნისან სტედიუმზე" 70 ათასამდე ადამიანმა საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა იხილა. ყოჩაღ "კაშიმა ანტლერსს", რომელმაც ბოლომდე იბრძოლა.

მე-9 წუთზე ქარიმ ბენზემამ მეკარის მოგერიებულს დაამატა და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს იაპონელთაგან საუკეთესო გაკუ შიბასაკიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში მანვე დიდებულად ითამაშა და კეილორ ნავასის კარი მეორედ დალაშქრა. მე-60 წუთზე იაპონელთა კარში პენალტი დაინიშნა, რადგან მცველები ლუკას ვასკესს ეუხეშნენ. კრიშტიანო რონალდომ ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

დამატებით დროში პორტუგალიელის ბენეფისი ვიხილეთ, ჯერ ბენზემას პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა რონალდომ წინ გაიყვანა "რეალი", მერე კი კროოსის სუსტ დარტყმულს დაამატა და პრიზი "რეალს" დარჩა.

კრიშტიანომ ამ ჰეთ თრიკით საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში გოლების რეკორდი დაამყარა. მან უკვე 103 გოლი გაიტანა და გაუსწრო ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" არგენტინელ ფორვარდ ლიონელ მესის. რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე 96 გოლი აქვს გატანილი, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატებზე და 2 ევროპის სუპერთასზე. მესის 93 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე, 5 მსოფლიოს საკლუბო პირველობებზე და 3 ევროპის სუპერთასზე.

კრიშტიანო მსოფლიოს საკლუბო პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მოკლედ, 31 წლის პორტუგალიელმა ინდივიდუალურ ტიტულთა კოლექციას კიდევ ერთი შემატა, "ოქროს ბურთის" მოგებიდან რამდენიმე დღეში მსოფლიოს საკლუბო პირველობის საუკეთესო ფეხბურთელის "ოქროს ბურთიც" მიიღო. მან ამ ტურნირის ორ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

"ვერცხლის ბურთი" ლუკა მოდრიჩმა მიიღო, ხოლო გაკუ შიბასაკიმ - "ბრინჯაოს ბურთი".

მართალია, "რეალისთვის" ეს მეორე ტიტულია მსოფლიოს საკლუბო პირველობაზე, მაგრამ კრიშტიანოსთვის უკვე მესამე გამარჯებაა. მან 2008 წელს ტიტული "მანჩესტერის" შემადგენლობაში მოიგო, 2014-ში კი - "რეალის" რიგებში.

"ძალიან გვინდოდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება და წლის საუკეთესოდ დასრულება. ჩემგან ყოველთვის ბევრს ელიან, მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემთვის საოცარი კვირა იყო, ჯერ "ოქროს ბურთი" მივიღე, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე.

ჩემი პარტნიორების გარეშე მე ვერ შევძლებდი ამ ტიტულების მოგებას. ჩემთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონობა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად. ბოლო 10 წელია ვცდილობ, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვითამაშო და კრიტიკას მოედანზე კარგი თამაშით ვუპასუხო.

მომავალშიც გავაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის, სიამოვნებას მივიღებ ფეხბურთის თამაშით", - განაცხადა რონალდომ.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ფინალი

რეალი-კაშიმა 2:2 (4:2 დ. დ.)

გოლები: 1:0 ბენზემა (9), 1:1 შიბასაკი (44), 1:2 შიბასაკი (52), 2:2 რონალდო (60-პენ), 3:2 რონალდო (98), 4:2 რონალდო (104)

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი (108. ნაჩო), მარსელო - მოდრიჩი (106. კოვაჩიჩი), კაზემირო, კროოსი - ლ. ვასკესი (81. ისკო), ბენზემა, რონალდო (112. მორატა)

კაშიმა (4-4-2): სოგაჰატა - ნიში, უედა, შოჯი, იამამოტო - ენდო (102. იტო), ნაგაკი (114. აკასაკი), ოგასავარა (67. მესიასი), შიბასაკი - კანაზაკი, დოი (88. სუზუკი)

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 14-6; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 30-11 (12-5); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 68 742

მატჩი მე-3 ადგილისთვის

ამერიკა-ატლ. ნასიონალი 2:2 (3:4 პენ.)

გოლები: 0:1 სამუდიო (6. ს. კ.), 0:2 გუერა (26), 1:2 აროიო (38), 2:2 პერალტა (66-პენ)

მსოფლიოს საკლუბო პირველობის გამარჯვებულები

2000 "კორინთიანსი", ბრაზილია

2005 "სან პაულო", ბრაზილია

2006 "ინტერნასიონალი", ბრაზილია

2007 "მილანი", იტალია

2008 "მანჩესტერი", ინგლისი

2009 "ბარსელონა", ესპანეთი

2010 "ინტერი", იტალია

2011 "ბარსელონა", ესპანეთი

2012 "კორინთიანსი", ბრაზილია

2013 "ბაიერნი", გერმანია

2014 "რეალი", ესპანეთი

2015 "ბარსელონა", ესპანეთი

2016 "რეალი", ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო 5:0 ესტონეთი
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
მბაპე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა
"არ მინდა თავმდაბალი ვიყო, მე მესიზე უკეთესი ვარ" - კრიშტიანო რონალდო
არც ავტომობილი, არც სახლი და საათი - რონალდომ მის ცხოვრებაში 50 მილიონად ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი დაასახელა
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა
[VIDEO] კურტუას გმირობები საკმარისი არ აღმოჩნდა - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "რეალი" დაამარცხა
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
კრიშტიანო რონალდომ კარიერის დასრულების შესაძლო თარიღზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"მას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია" - რონალდომ ტრამპისთვის გაგზავნილი საჩუქრის მნიშვნელობაზე ისაუბრა
"გოლების გატანა ლა ლიგაში უფრო მარტივია, ვიდრე საუდის არაბეთში" - რონალდო
მამარდაშვილის კიდევ ორი დიდებული შანსი - სლოტის თქმით, სამი ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია