ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

SBM League 2016-17: სუპერლიგა ახალ წელს ახალი ლიდერით ხვდება!

SBM League 2016-17: სუპერლიგა ახალ წელს ახალი ლიდერით ხვდება!

18 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა
18 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. მეხუთე ტურის შეხვედრები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს.

დაძაბული შეხვედრებით გამორჩეული ტური სუპერლიგა B-ს გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. პირველები ერთმანეთის პირისპირ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და "უნიკრედიტის" გუნდები წარდგნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რაც მატჩის განმავლობაში ანგარიშის ცვალებადობაშიც აისახა. წარმატებასთან ყველაზე ახლოს "უნიკრედიტის" ფეხბურთელები იყვნენ, როდესაც შეხვედრაში ორბურთიან უპირატესობასაც კი მიაღწიეს, თუმცა მოპოვებული ვერ შეინარჩუნეს და 4-3 დამარცხდნენ. "სტუდენტების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შესანიშნავი "ქამბექით" დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა მომდევნო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი აუტსაიდერი, "ვივუსი" და "ჯვაროსნები-2" დაუპირისპირდნენ. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი არაერთი საგოლე მომენტისა, მატჩი "ჯვაროსნების" გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. ამ მოგებით მათ 7 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის შუაგულში გადაინაცვლეს.

ერთი ბურთი გავიდა Funday Entertainment-ისა და "ევროკრედიტის" დაპირისპირებაშიც. 40 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპსა და ორთაბრძოლებში მიმდინარე შეხვედრაში, გადამწყვეტი მატჩის მერვე წუთზე დავით თარხნიშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რომელმაც 3 ქულა და გამარჯვება Funday-ს ფეხბურთელებს მოუტანა - 1-0.

ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, დავით ბობოხიძის გაწვრთნილი გუნდი ამ მოგების შემდეგ ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში სატურნირო ცხრილს.

ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ, კვლავ მოახერხა გამარჯვების მოპოვება თელავის საფეხბურთო გუნდმა. კახელების მეტოქე გათამაშების ერთადერთი უქულოდ მყოფი გუნდი ეროვნული თავდაცვის აკადემია იყო, რომელსაც არცთუ იოლად, 5-2 სძლიეს.

18.12.2016. სუპერლიგა B. V ტური

კსუ/CIU - UNICREDIT.GE 4:3

FC VIVUS.GE - სკ ჯვაროსნები 2 0:1

FUNDAY ENT - სკ ევროკრედიტი 1:0

სკ თელავი - ეთა 5:2

2016 წლის ბოლო შეხვედრები გაიმართა სუპერლიგა A-შიც.

სკ პსპ საკადრო პრობლემებით დამძიმებულ "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდა და იოლად, 4-1 დაამარცხა.

სათამაშო დღის საერთო კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი ანგარიში, რომელიც მფკ "ნატახტარისა" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" შეხვედრაში დაფიქსირდა. ტიტულოვანმა მეტოქემ დებიუტანტი არ დაინდო და 10-1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ალიკ სარქისიანის შეგირდებმა 9 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა ტელეკომპანია "იმედისა" და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდების დაპირისპირება. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში გამარჯვება "იმედის" ფეხბურთელებს ხვდათ წილად - 3-2.

ტურის და მთლიანად დღის ცენტრალური შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდებს შორის გაიმართა, რამაც მაყურებელთა ინტერესი 100%-ით გაამართლა.

ამ ტურამდე სატურნირო ცხრილს ოთხიდან ოთხი მოგებით სფფ ლიდერობდა, რომელსაც ორი ქულით სწორედ მისი გუშინდელი მეტოქე ჩამორჩებოდა. "ძალოვნებმა" თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მატჩის მეშვიდე წუთზე ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება.

აღსანიშნავია, რომ სფფ-ის ვარსკვლავურ კრებულს გუშინ ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი კახა კალაძე აკლდა. ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დავით მუჯირმა მალევე შეამცირა. ამის შემდეგ იაშვილი და კომპანია ბევრს უტევდა, თუმცა ტაიმის მიწურულს მათ კიდევ ერთხელ გაუშვეს გოლი. 27-ე წუტზე ანგარიში უკვე 4-1 გახდა, თუმცა ამან "ვარსკვლავები" ვერ გატეხა და უკანმოუხევად განაგრძობდნენ იერიშებს, რომელიც ხან უზუსტო დარტყმით სრულდებოდა, ხანაც სდსს-ს მეკარის, დავით ღლონტის ნადავლი ხდებოდა. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება, თუმცა მეტისთვის დრო და ენერგია აღარ ეყოთ - 4-3.

თავის მხრივ, ცალკე აღნიშვნის ღირსია სდსს-ს ფეხბურთელების თავდადებული და დამაჯერებელი თამაში, რამაც მათ მორიგი სამი ქულა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოუტანა.

18.12.2016. სუპერლიგა A. V ტური

FC PSP - სკ ჯვაროსნები 4:1

მფკ ნატახტარი - GM ჭიათურა 10:1

ტვ იმედი - CFCP 3:2

სდსს - სფფ 4:3

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო BELLA COSTA

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა

"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა

თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა

"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი

[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა

საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა

U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში

15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება

ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ

ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი

"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით

"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა

"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა

SBM League 2016-17: სუპერლიგა 2016 წელს V ტურის შეხვედრებით დაასრულებს