მკითხველებმა საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელეს
29 დეკემბერს დასრულდა გაზეთ "ლელოს" ტრადიციული გამოკითხვა მკითხველებს შორის, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად გაიმართა. 20 დეკემბრიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იყო Sportall.ge-ზე წარმოდგენილი გამოკითხვით, ასევე, "პალიტრა მედიის" ცხელი ხაზზე დარეკვითა და გაზეთში განთავსებული ანკეტის მეშვეობით.

მკითხველებმა საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს, რომელმაც ხმათა 33,5% მიიღო.

გამოკითხვაში მეორე-მესამე ადგილებზე საქართველოს ნაკრების მორაგბეები: ვასილ ლობჟანიძე და მამუკა გორგოძე გავიდნენ. ლობჟანიძემ, რომელმაც წელს წარმატებით ითამაშა როგორც ახალგაზრდულ, ისე ეროვნულ ნაკრებ გუნდებში, ხმათა 25% მიიღო, ხოლო "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა - 13,7%.

"ლელოს" მიერ შერჩეულ 15 ნომინანტს შორის მოხვდნენ ის სპორტსმენები, რომელთაც დიდ საერთაშორისო ტურნირებში (ოლიმპიურ სახეობებში) გამოიჩინეს თავი 2016 წელს. აგრეთვე, ნომინანტებში არიან პოპულარულ გუნდურ სახეობებში წარმატებული სპორტსმენები.

გამოკითხვაში ხმები ასე განაწილდა:

1. ლაშა ტალახაძე - 33.5%

2. ვასილ ლობჟანიძე - 25%

3. მამუკა გორგოძე - 13.7%

4. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 11.8%

5. ზაზა ფაჩულია - 5.4%

6. ვარლამ ლიპარტელიანი - 2.2%

7. თორნიკე ოქრიაშვილი - 1.5 %

8. შმაგი ბოლქვაძე - 1.5%

9. ჯანო ანანიძე - 1.4%

10. ზაზა ნადირაძე - 1.3%

11. გენო პეტრიაშვილი - 0.9%

12. ლაშა შავდათუაშვილი - 0.8%

13. თორნიკე შენგელია - 0.6%

14. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 0.3%

15. ირაკლი თურმანიძე - 0.2%.

შეგახსენებთ "ლელოს" წლის სპორტსმენებს:

2015 - ზაზა ფაჩულია (კალათბურთი), "ლელოს" ვერსიით

მამუკა გორგოძე (რაგბი), მკითხველის ვერსიით

2014 - ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო), "ლელოს" ვერსიით

გოგიტა არქანია (კარატე) - მკითხველის ვერსიით

2013 - მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით

2012 - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით

2011 - მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით.

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...