როგორც იქნა - გრიზმანმა გაიტანა!
დღეს ბილბაოში "ატლეტიკი" "ბარსელონას" უმასპინძლებს და ამით დასრულდება ესპანეთის თასის პირველი მერვედფინალური შეხვედრები. ბევრი რამ უკვე გაირკვა, ქალაქ ვალენსიაში კი საოცარი ამბები დატრიალდა...

"სელტასთან" მატჩში "ვალენსია" ჩეზარე პრანდელის გარეშე გამოვიდა "მესტალიაზე", რადგან იტალიელი თავკაცი წინასაახალწლოდ გადადგა. ლა ლიგაში მე-17 ადგილზე მყოფ გუნდში საოცარი ამბები ხდება. ასეთ სიტუაციაში, ელიტაში ადგილის შენარჩუნება გაცილებით საძნელო საქმედ მოჩანს.

თამაშამდე "ღამურების" ფანებმა, დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანმა, სტადიონთან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. "კურვა ნორდელებმა" დიდი ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა - Lim go home! ისინი კლუბის აზიელი მფლობელის, პეტერ ლიმის ესპანეთიდან წასვლას ითხოვენ. ნაკლებად არც კლუბის პრეზიდენტს, ჩან ლაი ჰუნსა და სპორტულ დირექტორ ხესუს გარსია პიტარჩს "მოსიყვარულებიან" "ლოს ჩეს" ფანები.

მოკლედ, ფაქტია, ფანებმა აშკარად პრანდელის ვერსია ირწმუნეს და არა კლუბის ხელმძღვანელობის. მათ რომ სცოდნოდათ, რა საცოდავად ითამაშებდა "ვალენსია" ამ მატჩს, ალბათ, პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა.

"ლოს ჩემ" "სელტასთან" 1:4 დათმო და ფაქტობრივად, ჩამოშორდა კოპა დელ რეის. დანი პარეხოს პენალტი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მასპინძელთათვის. უკვე მე-20 წუთისთვის "სელტა" 3:0-ს იგებდა იაგო ასპასის (პენალტი), ტეო ბონგონდასა და დანიელ ვასის მონდომებით. ბოლო ლურსმანი კი იონ გუიდეტიმ ჩააჭედა 75-ე წუთზე. ასპასმა "სელტას" ბოლო 12 თამაშში ამდენივე გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ქალბატონი პრეზიდენტი "მესტალიის" "უკანა კარიდან" გაიპარა. აი, ფეხბურთელებს კი ნაკლებად გაუმართლა - ფანები მათ შინ წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ და მანქანებიც დაუზიანეს, სიტყვიერ შეურაცხყოფებზე აღარაფერს ვამბობთ.

და ეს ყველაფერი არ არის - ფილ ნევილი, რომელიც ბოლო წლებში "ვალენსიის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, "მესტალიაზე" იმყოფებოდა გუნდის საგულშემატკივროდ. შესაძლოა, ის კარგა ხანს ვერ ვნახოთ ესპანური ლევანტეს ამ ქალაქში, რადგან თავისი საქციელით "ღამურების" ფანების გაღიზიანება გამოიწვია - 0:3-ზე მან "ტვიტერზე" დაწერა - F*** Valencia. შეგახსენებთ, ფილის უფროსი ძმა გარი გასულ სეზონში წვრთნიდა გუნდს - ძალზე წარუმატებლად.

სათასო ბატალიის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი აზრი "ვალენსიის" ყოფილმა დამრიგებელმა ჩეზარე პრანდელიმ:

"მშვენიერი, ორწლიანი კონტრაქტი მქონდა. შემეძლო "ჭკვიანურად" მოვქცეულიყავი და დავლოდებოდი, როდის გამაგდებდნენ, მაგრამ ამ ტიპის ადამიანი არა ვარ. უბრალოდ, არ შემეძლო "ვალენსიაში" გაჩერება, მათ ჩემი დისკრედიტაცია მოახერხეს ფეხბურთელებისა და ფანების წინაშე. 30-მილონიან ინვესტიციას მპირდებოდნენ გუნდის გასაძლიერებლად და ეს ტყუილი აღმოჩნდა", - განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა "გაძეტა დელო სპორტს".

სამშაბათის სხვა მატჩებიდან "ატლეტიკოს" საგარეო გამარჯვებას გამოვარჩევთ "ლას პალმასთან" - 2:0. გოლები კოკემ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს. დიეგო სიმეონემ კანარის კუნძულებზე თითქმის საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა. როგორც ხედავთ, როგორც იქნა, გაიტანა ფრანგმა სუპერვარსკვლავმა, რომელმაც თამაშამდე ჟურნალისტები მკაცრად გააფრთხილა, ჩემს მომავალზე კითხვები აღარ დამისვათო და ახლა "ატლეტიკო" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია. ანტუანმა 5-მატჩიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ მის მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ, სადაც გრიზმანმა უეინ რუნი უნდა ჩაანაცვლოს.

ყველაფერი გადაწყდა ნავარულ-ბასკურ დერბიშიც - "ოსასუნა" შინ 0:3 დამარცხდა "ეიბართან". ვფიქრობთ, ერთადერთი გუნდი, რომელიც ახლა ესპანეთში "ვალენსიაზე" სუსტია, "ოსასუნაა". "ეიბარმა" კი ისტორიაში პირველად მოიგო თასზე სამგოლიანი სხვაობით სტუმრად.

ლა კორუნიაში "დეპორტივო" და "ალავესი" 2:2 დაზავდნენ და ახლა ყველაფერი 11 იანვარს ბასკეთის დედაქალაქში გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვან დერ ვაარტი: რონალდო ერთადერთია, რომლის სასქესო ორგანო "რეალში" არ მინახავს
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა
ზიდანმა დაბრუნებისთანავე ისკო და ბეილი ძირითადში დააბრუნა და ორივემ გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] "ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა
"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]
"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" სტუმრად "იუვენტუსს" ფრედ ეთამაშა
"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან