მზადების ახალ ციკლში ეს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეორე შეკრებაა. სექტემბერში გამართული სასელექციო ვარჯიშების შემდეგ, 52-კაციანმა შემადგენლობამ პირველი შეკრება 7-იდან 14 ნოემბრამდე რუსთავში გაიარა.
ისევე, როგორც ერთი თვის წინ, გუნდს ახლაც აკლია ლეგიონერები და 2000 წელს დაბადებული მორაგბეები, რომელთაც მარტში 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატზე უწევთ თამაში.
"რუსთავის შეკრების
"20 დეკემბრამდე თითქმის ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვექნება. დღეების მიხედვით დავყავით კონტაქტური და უკონტაქტო ვარჯიშები. იქნება რთული და შედარებით მსუბუქი დღეები. 17 დეკემბერს ბიჭები დაისვენებენ. ტესტებმა გვაჩვენა, რომ ფიზმომზადება გასაუმჯობესებელი გვაქვს და ამ მიმართულებითაც ბევრს ვმუშაობთ.
პირველი რამდენიმე დღე იმ მონახაზის გახსენებას დაეთმო, რაც რუსთავში გამართული შეკრებისას გავიარეთ. ვმუშაობთ საწყისი ფაზების დახვეწაზე და აქედან ჩვენი თამაშის აწყობაზე. ყოველი ვარჯიშის შემდეგ გვაქვს ანალიზი და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავხვეწოთ ყველა კომპონენტი, რათა შემდგომი შეკრებებისას დეტალებს მეტი ყურადღება მიექცეს".
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მესამე შეკრებაზე 9 იანვარს შევლენ და დიდი 10-ის გუნდებთან ორ საკონტროლო თამაშს გამართავენ, რის შემდეგაც ბიჭები კლუბებს დაუბრუნდებიან, დაისვენებენ და თებერვალში საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან 12 და 16 თებერვალს ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" G ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, მასპინძელ საფრანგეთთან და ირლანდიასთან ითამაშებენ; A ჯგუფში - ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და იაპონია; ხოლო B ჯგუფში ინგლისი, შოტლანდია, იტალია და არგენტინა არიან განაწილებულნი.
20-წლამდელთა შეკრებაზე არიან:
გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), გიორგი ახალაძე (აია), გიორგი დიასამიძე (ლელო), ირაკლი მეთაფლიშვილი (ლელო), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), სოსო ჭყოიძე (ლელო), გიორგი ხარეიშვილი (ხაშური), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), გიგა გრიგალაშვილი (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), ლუკა გელაშვილი (ხარები), დავით ტეტიაშვილი (პატარძეული), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია), საბა ჯღარკავა (ლელო), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), ელგუჯა პერანიძე (ლელო), დავით კლდიაშვილი (ჯიქი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), დავით შვანგირაძე (ივერია), კოტე მარჯანიშვილი (იუნკერები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), შოთა სეფაშვილი (ჩოხოსნები), გიორგი ასათიანი (ლელო).
წყარო: rugby.ge