ასაკობრივი ნაკრები

18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა შეკრება საკონტროლო მატჩით დაასრულა

AutoSharing Option
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც პოლონეთში გასამართი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ელიტ დივიზიონი) ემზადებიან 10-დღიანი შეკრება დაასრულეს და დასკვნით დღეს ‘ლელო სარასენსის’ ჭაბუკთა „ა“ (თანატოლები) ლიგის გუნდთან საკონტროლო თამაში გამართეს.

მწვრთნელებმა საქმეში ყველა ის მოთამაშე გამოსცადეს, რომლებიც შეკრებაზე ყავდათ და 18-წლამდელებმა პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს. შესვენების შემდეგ თამაში შედარებით გათანაბრდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი შეკრებით კმაყოფილია და ვარაუდობს, რომ ბიჭები ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან:

„შეკრებაზე 17 იანვარს შევედით და აქცენტი ფიზ-მომზადებაზე გავაკეთეთ. პარალელურად ვმუშაობდით ტაქტიკისა და ტექნიკის დახვეწაზე და
ის, რაზეც ვმუშაობდით, მოედანზე გადავიტანეთ. კარგი, მოძრავი ბიჭები გვყავს. ის მოთამაშეები, რომლებიც შარშანაც ჩვენთან იყვნენ კარგად გამოიყურებიან. მათსა და წელს მოსულ ბიჭბს შორის სხვაობა ჯერ კიდევ დიდია და ჩვენს მიზანს ამ სხვაობის აღმოფხვრა წარმოადგენს.

ფიზიკურად აშკარა მატება გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდებით. ბევრი უნდა ვიმუშაოთ გამძლეობაზე, რადგან ფორმატი შეიცვალა და თამაშები ყოველ მესამე დღეს მოგვიწევს. შედეგად, თამაშიდან თამაშამდე მხოლოდ აღდგენას მოვასწრებთ და ტაქტიკური ცვლილებების განხორციელების საშუალება არ გვექნება“.

შერკინების მწვრთნელის, მიხეილ სუჯაშვილის სურვილია, რომ ოფიციალურ თამაშებამდე გუნდს უფრო ძლიერ მეტოქესთან ჰქონდეს შეხვედრა, სადაც ნაკლოვანებები კარგად გამოჩნდება:

„ისეთი თამაშები გვინდა, სადაც ბევრ რამეს დავინახავთ. ამ ეტაპზე ჯობია თუნდაც 30-40 ქულის სხვაობით დავმარცხდეთ და ბიჭები ძლიერი წნეხის ქვეშ გამოვცადოთ, ვიდრე ყველაფერი მარტივად გამოგვივიდეს. დღეს სწორედ ასე იყო და დავალებები მარტივად შესრულდა, რადგან მოწინააღმდეგემ მოგვცა ამის შესაძლებლობა. ამ თამაშმა ბევრი დადებითი მომენტი დაგვანახა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს“.

ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში გაიმართება და პირველ შეხვედრას საქართველო ჰოლანდიის ნაკრებთან, 25 მარტს გამართავს, ნახევარფინალში კი პორტუგალიასა და რუსეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეორე შეკრება გაიარეს: ნიკა სომხიშვილი (არმია), დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი), საბა კურატიშვილი (არმაზი), ვანო კარკაძე (აია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ფიროსმანიშვილი (ლოკომოტივი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), დავით გვიდიანი (აია), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), საბა კურტანიძე (ხვამლი), მიხეილ ალანია (ჯიქი), გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), დავით გობეჯიშვილი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი სიმსივე (აია), ბართლომე კალაძე (იუნკერები), ზუკა მინდიაშვილი (აკადემია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), ზურა ქავთარაძე (ხარები), გოჩა ჩანადირი (არმაზი), გიორგი მიქანაძე (არმია), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), დავით ცაგარეიშვილი (ლელო-სარასენსი), ლუკა მუჩიაშვილი (ვეფხვები), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), ომარ ფერაძე (არმაზი), ლაშა გურგენიძე (ვეფხვები), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი თევდორაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მწვრთნელები: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ