დღეს უმცროსი "ბორჯღალოსნები" ევროპირველობის ნახევარფინალში პორტუგალიას შეხვდებიან

AutoSharing Option
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა დღეს, საქართველოს დროით 17:50 საათზე პორტუგალიასთან გასამართი 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პოლონეთში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა ჰოლანდია 69:12 დაამარცხეს. 25 მარტს გამართული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობის ორი მოთამაშე შეცვალეს. 9 ნომერზე თამაშს მიხეილ ალანია იწყებს, ხოლო კვაჭი საბა კურატიშვილი იქნება.

ჰოლანდიელთა ძლევის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეორე დღე აღდგენას დაუთმეს, დღეს კი კაპიტნის ვარჯიში გამართეს. მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩის შემდეგ არავინ დაშავებულა და ყველა მოთამაშე მწყობრშია.

პორტუგალიას მეოთხედფინალში რუსეთთან
დიდი ბრძოლა გადახდა. 26-ე წუთზე 3:18 ჩამორჩენის შემდეგ, მათ 10 წუთში 3 ლელოს გატანა შეძლეს და ტაიმი 22:18 მოიგეს.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში პორტუგალიამ კიდევ ორი ლელო გაიტანა და 32:18 დაწინაურდა. ამჯერად რუსეთმა გაიბრძოლა, ორი ლელო თავადაც გაიტანა, ორივე გარდასახა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე პორტუგალიამ გამარჯვების ლელო გაიტანა და 37:32 იმარჯვა.

მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი და ესპანეთი ითამაშებენ. პირველმა რუმინეთი 67:8 დაამარცხა, ხოლო მეორემ ბელგიას 42:3 სძლია.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

თასის ნახევარფინალი. 28 მარტი


საფრანგეთი - ესპანეთი (13:50 საათი)

საქართველო - პორტუგალია (17:50 საათი)


სასტარტო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 13. დემურ თაფლაძე - კაპიტანი (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. მიხეილ ალანია (ჯიქი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. საბა კურატიშვილი (არმაზი), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა:
16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. ვანო კარკაძე (აია), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 25. ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი:
დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები:
მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფინალები. 31 მარტი


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
თამაშს თუ აჩვენებს რომელიმე არხი ან ლინკი თუ იცის ვინმემ
zviadi
28 მარტი 2018 09:37
0
http://www.rugbyeurope.eu/2018-u18-men-xv-championship-m6-georgia-vs-portugal
რამაზ
28 მარტი 2018 10:42
0

ასევე დაგაინტერესებთ