გუნდი ღირსება - ქართველი სპარტანელები, ანუ ჩაიჩოჩეთ გრანდებო

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ისე ასრულებენ საქართველოს ჰიმნს, რომ კაცს ემოციისგან საგულედან გული ამოგივარდება. ეს ძალიან ამაღელვებელია, ამაში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულია. მათ თამაშს შეუძლებელია გულგრილად უყურო, თუნდაც რაგბის დიდი მოყვარული რომ არ იყო. ეს ისაა, რასაც ხშირ შემთხვევაში სიტყვებით ვერ გადმოსცემ.

ჩვენ მსოფლიო რაგბის ელიტაში ყველა დიდი სიხარულით როდი გველის. ამას წინათ ერთმა უცხოელმა სპეციალისტმა თქვა, მსოფლიოს რეიტინგის პირველი ათეულის და მის მიღმა მყოფ გუნდებს შორის სათამაშო კლასში დიდი უფსკრულიაო.

სხვაობა გრანდებსა და ათეულს მიღმა
მყოფებს შორის მართლაც არსებობს, მაგრამ ამ სხვაობას ქართული რაგბი ნელ-ნელა ამცირებს, ამცირებს რუდუნებითი შრომით, მოთმინებით, მიზანსწრაფულად და სულ მალე ამ ათეულშიც შევაბიჯებთ.

უბრალოდ, კონსერვატიულ ძალებს მიზეზთა გამო არ უნდათ, დაირღვეს არსებული სისტემა (ექვსი ერის გათამაშება), მაგრამ ის მაინც დაირღვევა. აუცილებლად დაირღვევა. ეს ოდენ დროის საკითხია და ამისაკენ ქართული რაგბი არა მათემატიკური, არამედ გეომეტრიული პროგრესიით მიიწევს.

ქართული რაგბი სწორი განვითარების გზას ადგას. მორაგბეებს ბავშვთა სკოლებში სულ სხვანაირად ზრდიან. ახლობლების შვილები დადიან რაგბიზე და ვიცი, ყოველი ვარჯიშის წინ ბავშვებს ესაუბრებიან სამშობლოსა და თანაგუნდელების სიყვარულზე, მეტოქის პატივისცემაზე.

Sportall.Ge

მათი აღზრდის მეთოდი რაღაცით სპარტანულია: ფიზიკური და სულიერი წრთობა, რათა სპორტსმენი იყოს ამტანი, ხასიათით მტკიცე და შეეძლოს ყველა სიძნელის გადალახვა.

სწორედ ეს ვიხილეთ ჩვენი გუნდის თამაშში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიასთან და იაპონიასთან. ირლანდიელებმა აღიარეს, რომ "ლელოელებმა" (ასე მოიხსენიებენ ქართველ მორაგბეებს) დამსახურებულად გაიმარჯვეს. შარშან თბილისში 24:18 დაგვამარცხეს. იცოდნენ, რომ მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა დონე კიდევ უფრო აიმაღლა, ოსტატურად, შემოქმედებითად და საოცრად დინამიკურად თამაშობენ, ძალისმიერები და ძლიერები არიან.

ვერაფერს იტყვი, მართლაც სასიამოვნოა, როდესაც შენს გუნდს მეტოქე ესოდენ ობიექტურად აფასებს.

altირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს - "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" დავმარცხდით


იაპონიასთან შეხვედრა თითქმის წაგებული იყო, როდესაც მეორე ტაიმში კაცნაკლულები 12 ქულას აგებდნენ, მაგრამ საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა გუნდმა მოახერხა მისი მოგება. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ უშეცდომოდ თამაში სად გაგებულა და მიაღწია კიდეც გუნდმა საწადელს. მართალი გითხრათ, ამ გუნდის თამაში პირველი ნაკრებისაზე უფრო ლაღად, ეფექტურად მოჩანს და რაღაც განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია.

alt"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]


ამ ბიჭების შემხედვარეს, ყველას იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რაგბის ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ისინი ამ "უფსკრულს" გადალახავენ და კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ. გაგვახარებენ თავიანთი სწორუპოვრობითა და ბრძოლის ჟინით, სამშობლოსადმი თავდადებით და ქართული რაგბი მთელ მსოფლიოში ახალ ბრენდად ჩამოყალიბდება. აუცილებლად ჩამოყალიბდება.

იქამდე კი ტურნირზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" შოტლანდიას დაუპირისპირდებიან, კიდევ ერთხელ იმღერებენ საქართველოს ჰიმნს, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი კიდევ ერთხელ იბრძოლებენ ლომებივით და ეს "კიდევ ერთხელ" უსასრულოდ გაგრძელდება.

ჩაიჩოჩეთ, გრანდებო, "ლელოელები" მოდიან.

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
მაგრად ვინერვიულეთ, მაგარი ემოციები გვაჩუქეს ბიჭებმა!
ის ბოლოს მაინც აუტში რომ არ გადაიტანეს და შეუტიეს სულ გადავირიეთ ყველა, თან ვნერვიულობდით და თან გვეამაყებოდა რომ შეუტიეს გულიანად და კაცურად!
გენაცვალეთ!
მეტი რაღა გვეთქმის?! მაგრები ხართ ბიჭებო!
bs
13 ივნისი 2018 17:55
0
ბ-ნო ვაჟა, დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის..
მაგრამ, მე როგორც ქართველი ძალიან გულდაწყვეტილი, არა, ძალიან გაბრაზებული ვარ რაგბის სპონსორებზე...
ბიჭები ჰიმნს ასე იმიტომ მღერიან, რომ უყვართ სამშობლო, ის, სპონსორებს კი, ნამდვილად არ უყვართ- ბეჭებზე ვაზის რტოს გამოსახულება ლუდს შესწირეს?!
ეს ხომ ის სიმბოლო იყო, რამაც ქართული ჯიშ-გენი გადაარჩინა- ომში მიმავალი ქართველები ჩოხაზე, ბეჭებზე ვაზის რტოს იმაგრებდნენ სიკვდილის მერე მათ საფლავზე ვაზი რომ ამოსულიყო.. და ამისთანა სიმბოლოს მოცილება ,,აისი,, გულისთვის?
თვითონ ნამუსი არ აქვთ და იქნებ ჩვენ მაინც შევუძახოთ..
ყური მიგდე
13 ივნისი 2018 21:50
4
მაგ თემაზე მეც დავწერე ადრე კომენტარი, მაგრამ როგორც გავარკვიე ვაზის ლერწიანი კვართის ტარების უფლება-პრივილეგია მხოლოდ ეროვნული ნაკრების წევრებს აქვთ, ასაკობრივი ნაკრების წევრებმა, მიუხედავად მათ მიმართ დიდი პატივისცემისა, ეს უფლება მომავალში შრომით უნდა დაიმსახურონ.
ეს განმარტება მომეწონა და ზოგადად მომწონს რომ ჩვენ რაგბში ლამაზი ტრადიციები მკვიდრდება!
თუმცა სასტიკად, რასაც ქვია ,,სასტიკად" არ ვეთანხმები იმას რომ ახალი, უდავოდ ლამაზი და ჩვენი ტრადიციული ფერის, კვართების შემოღების შემდეგ ლერწის გამოსახელება დაიმცრო და ოდნავღა შესამჩნევი გახდა. ხომ შეიძლება ისევე ნათლად ჩანდეს როგორც ბარბაროსების წინააღმდეგ თამაშის დროს არსებულ კლვართზე?!
ეს რომ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ემოციური შტრიხია ყველას ესმის და მაშინ თხოვნა იქნება, რომ ნუღა დავამცრობთ მას!!!
----გამოაქვეყნეთ! 14 საათის წინ ავტვირთე, კარგი და ღამე გეძინათ, ახლა რაღა გჭირთ?------
bs
14 ივნისი 2018 10:51
0
ვაზის და ღვინის სიმბოლო მაისურის ფერში აისახა.
vasil
14 ივნისი 2018 08:00
2
Gააუქმეთ ფეხბურთIი
Lomi
13 ივნისი 2018 18:14
20
საუკეთესო ბიჭები არიან. რაგბის სწორად განვითარებამ შედეგი გამოირო.რა მოხდება, ფეხბურთსა და კალათბურთშიც რომ გაიწმინდოს ის სიბინძურე, რაც წლებია მომავალ თაობას ამ ბიჭების დონის სპორტსმენებად გაზრდის არანაირ შანსს არ აძლევს.
-
13 ივნისი 2018 15:32
7
ფეხბურთი კარგია უფრო ესთეტიური და ლამაზი თამაშია, მაგრამ ამ ლომივით ბიჭების შემხეხვარე როგორ უნდა თქვა ფედერაცია გააუქმეთო, თუ არ იცი გეტყვი ფეხბურთის დაფინანსება არის 250 000 000 მილონი რაგბის დაფინანსება არის 16 000 000 მილიონი ეხლა შენ შეადარე თუ თავი გიმუშავებს რომელი ფედერაცია არის გასაუქმებელი
ზიზუ
13 ივნისი 2018 16:45
1
ჩვენი ბიჭების სამაგალითო თავგანწირვა, ვგონებ, ერთადერთი ნათელი წერტილია დღევანდელი საქართველოს პოლიტიზირების ფონზე, მაგრამ რატომ - "სპარტანელები?!"... განა, საქართველოს ისტორიაში არ მოგვეძევება მსგავსი მაგალითები?!... მით უმეტეს, რომ ემაგ სპარტანელებზე გენდერულად არცთუ გამართული მოსაზრებები არსებობს და ჩვენს გმირებს უნებლიედ შეურაცხყოფთ.... ნუ დაბლოკავთ, უბრალოდ მეტი წინდახედულება და არაფერი პირადული....
მსქროლავი ტროლი
13 ივნისი 2018 16:39
1
ხიმ შეიძლება რაგბზე სტატია ისე დაიდოს რომ კომენტარებში ფეხბურთი არ მოიხსენიონ?გინდ დადებით და გინდ უარყოფით ფორმაში.გაეშვით ხალხნო ნუ გადაკიდეთ ერთმანეთს ეს ორი სპორტი,სირცხვილია კაცო,ისედაც ცოტანი ვართ და პატარა წარმატებაც უნდა გვიხაროდეს და გვტკიოდეს ერთად წარუმატებლობა და გამოსავალს ვეძებდეთ.ზოგს ტვინი და კლავიატურა უნდა გაუუქმო
ქართველი
13 ივნისი 2018 15:53
7
დიდება ამ ბიჭებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
რიგითი ქართველი
13 ივნისი 2018 16:17
1
ოჰოოო!
ყოჩაღ სტატიის ავტორს!!!!!!
კახა
13 ივნისი 2018 15:44
7
"არაპოპულარული მაგრამ საჭირო აზრი"-ის პატრონი, მაზოხისტია?:)))
გია-11
13 ივნისი 2018 15:48
11
უნიჭო ტროლია :) წარუმატებელი ვინმე იქნება საზოგადოებაში მის არსებობასაც რომ ვერავინ ამჩნევს, და აქ სისულელის დაპოსტვით ყურადღებას იქცევს, საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს :)
zaza
13 ივნისი 2018 16:33
2