საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი სერიის მეორე მატჩშიც დაამარცხა რუსეთი - 26:14.
რუსთავში ჩატარებული მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა 7:0 მოიგეს, 69-ე წუთამდე 14:12-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლოს ჩვენმა მორაგბეებმა 2 ლელო დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა რუსეთი 52:12 დაამარცხა.