ასაკობრივი ნაკრები

"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინაში ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის "ფეისბუქი" გვამცნობს, რომ მრავალსაათიანი მგზავრობის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 26 მაისს არგენტინაში, როსარიოში ჩავიდა.

ნაკრები ორი დღის განმავლობაში აღდგენასა და მსუბუქ ვარჯიშს დაუთმობს დროს, ხოლო შემდეგ გააგრძელებს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი:
საქართველო - ახ. ზელანდია 4/06 20:00
საქართველო - სამხ. აფრიკა 8/06 17:30
საქართველო - შოტლანდია 12/06 17:30

პლეი-ოფები: 17 ივნისი

ფინალები: 22 ივნისი

ასევე დაგაინტერესებთ