U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასთან 20:48 წააგო.

დებიუტში ჩვენი მეტოქე დაწინაურდა - მე-9 წუთზე რიჩარდსონმა ლელო დაგვიდო, ხოლო ჰენდრიქსმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და მრავალფაზიანი იერიში ოთარ ლაშხმა ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა კი თედო აბჟანდაძემ ვერ გამოიყენა.

თუმცა, შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელოთი (ნტაბაკანიე და მბატა) და გარდასახვებით ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 5:21 წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში 8:21 გახადა. ისევე როგორც პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე
საქართველოს ნაკრებს სისწრაფეში ჯაბნიდა და პრეტორიუსმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა კი ჰენდრიქსმა გააცუდა.

54-ე წუთზე ლაშხმა მეორე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა - ვერა. ამას ვიზავის შემოტევა და აბრაჰამსის ლელო მოჰყვა (გარდასახვა გააცუდეს) - 13:31 და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ დაუშვა შეცდომები, სამი ლელო მიიღო, ჭიჭინაძემ კი ერთი იქით გაუტანა.

მოკლედ, აშკარად გამოიკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკას ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

12 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

საქართველო:
ხაზი

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებდა

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 48 /
ორთავე მეტოქემ რიცხობრივი უმცირესობიდან დაგვიდო ლელო, როგორც ჩანს როდესაც აქეთ უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა, იმ დროს იქით ვლელოვდებით. ეს ტაქტიკური განსწავლულობის ნაკლოვანებაზე მიუთითებს როგოც სამწვრთნელო შტაბის, ისე მოთამაშეების. მარტო ჯანი და "გუსინიცები" რომ არ არის რაგბი - კარგახანია გავიგეთ. მოვიკოჭლებთ სისწრაფეში, სისხარტესა და ელასტიურობაში, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეში. ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელი ნაჩვენები თამაშებიდან გამომდინარე იყო ილუზია იმისა, რომ ჩვენსა და პირველი დონის გუნდებს შორის ასაკობრივ დონეზე მაინც მცირდებოდა სხვაობა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს აზრი მცდარია. კლასში უდიდესი სხვაობაა და დონეებს შორისაც უზარმაზარი უფსკრულია. თუ ასე გაგრძელდა და და ჩვენმა ასაკობრივმა გუნდება არ მოუმატეს ტაქტიკურად და თამაშის ორგანიზებაში, როდესაც ეს ბიჭები უკვე ეროვნულში იქნებიან (როგორც ჩვენები ისე მოწინააღმდეგეები) ისეთივე კოლოსალური სხვაობა იქნება, როგორც ამჟამადაა ჩვენსა და ამ ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს შორის.
ანესთეზეოლოგი
19:53 08-06-2019
1
მოდი გვერძე გადავდოთ ის ფაქტი რომ ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, ბოლომდე იხარჯებიან, ორი აზრი არაა. მადლობა ამისთვის! თუმცა რადგან ჩვენ გვაქვს ჯანსაღი პრეტენზია რომ უფრო მეტს ვიმსახურებთ რაგბის სამყაროში, მაშინ ესეთ დონეზე თამაში დიდი ვერაფერი ხილია. ვფიქრობ, ჩვენ მთავარ ნაკრებში უკვე რამის ცვლილება ძალიან გაძნელდება, ჰოდა აქედან გამომდინარე ახალგაზრდებს მაინც ნუ ათამაშებთ ასე უსუსურ თამაშს. ვგულისხმობ, მოოოოორჩა დრო შერკინებას რომ პირველი ადგილი ეკავა რაგბში, მორჩა დრო "რაკის(თანამედროვე რაგბში კიარა დახოხავენ, არამედ დაფრინავენ!) კიმაგრამ ნაცარს იყრით თვალებში??! ვერ ხედავთ მოწინავე გუნდები როგორ თამაშობენ? რატო, რატომ, ვერ უნდა ვაკეთებდეთ ორზე მეტ პასს? პასები, დრიბლინგი, ფინტი, ესაა რაგბი! და არა, ერთი გათამაშების შემდეგ ეგრევე დაწოლა და ხოხვა. არაფერს ვამბობ ელემენტარულ შეცდომებზე, წინპასი, აუტისვერმოწოდება, მთელი რიგი შეცდომები. რომ მანაღვლებს ამიტომაც გეუბნებით იმას, რასაც ვხედავ, და ვფიქრობ მარტო მე არვარ! ამიტომ ნუდაღუპავთ ბიძიკო ქართულ რაგბს..
Biankoberi
23:13 08-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ