ასაკობრივი ნაკრები

U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" შარშანდელი შედეგის გამეორებას შეეცდება - პირველი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩში შოტლანდიას 17:12 სძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და ნახევარფინალში ფიჯის დაუპირისპირდება, რომელიც უკანასკნელ ტურში უელსთან 28:44 დამარცხდა.

გამარჯვების შემთხვევაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" 9-11 ადგილებისთვის პლეი-ოფის ფინალში შოტლანდიასა და იტალიას წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო თუ ფიჯისთან წააგეს, მათ შორის დამარცხებულს გასავარდნ მატჩში დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შარშან ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა და ამ
შედეგის გამეორება შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ