U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" შარშანდელი შედეგის გამეორებას შეეცდება - პირველი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩში შოტლანდიას 17:12 სძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და ნახევარფინალში ფიჯის დაუპირისპირდება, რომელიც უკანასკნელ ტურში უელსთან 28:44 დამარცხდა.

გამარჯვების შემთხვევაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" 9-11 ადგილებისთვის პლეი-ოფის ფინალში შოტლანდიასა და იტალიას წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო თუ ფიჯისთან წააგეს, მათ შორის დამარცხებულს გასავარდნ მატჩში დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შარშან ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა და ამ
შედეგის გამეორება შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველო ხვდება ფიჯის, შოტლანდია - იტალიას. ამ ორ წყვილში გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე ერთმანეთში ითამაშებენ მე-9 და მე-10 ადგილებისათვის, ხოლო ამ ორ წყვილში დამარცხებულები - მე-11 და მე-12 ადგილებისათვის. მე-12 ადგილოსანი დაქვეითდება ე.წ. მეორე დივიზიონში (20 წლამდელთა მსოფლიო ალაფის გათამაშებაში).
ირაკლი
13 ივნისი 2019 16:31
0
მაშინ, გამოდის, რომ ჯობდა შოტლანდიასთან წაგვეგო?( ამ შემთხვევაში ჯერ იტალიას შევხვდებოდით და წაგების შემთხვევაში კიდევ გვექნებოდა მეორე შანსი- შოტლანდია - ფიჯის შორის დამარცხებულთან) და ორი თამაშიდან გვექნებოდა არგავარდნის შანსი? ასე გამოდის?
dave
13 ივნისი 2019 15:42
2
შოტლანდიასთან რომ წაგვეგო, შოტლანდია გავიდოდა 9-ზე, ჩვენ 12-ზე და შემდეგნაირად დავწყვილდებოდით:
შოტლანდია-საქართველო იტალია - ფიჯი
ეხლა ფიჯისთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ (თუ იტალია წააგებს შოტლანდიასთან, ნე-11 ადგილისთვის თამაშში იტალიასთან შედეგს მნიშვნელობა აღარ ექნება)
14 ივნისი 2019 10:21
0
კითხვა მაქვს- გასავარდნ მატჩში ანუ ბოლო თამაშში, იმ შემთხვევაში, თუ იტალიას შეხვდება გუნდი და მოუგებს, მაინც გავარდება?
dave
13 ივნისი 2019 09:58
0
კი,გავარდება და სწორედ ამიტომაა აუცილებლად მოსაგები ფიჯისთან.
სოსო
13 ივნისი 2019 14:11
0
დიდი ალბათობით მასეა, რადგან მომავალ წელს იტალიაში ტარდება ეს ტურნირი. ამიტომაც, წესების თანახმად, იტალია არ გავარდება. პლეი-ოფის პარალელურ წყვილში სავარაუდოდ სქოთები იტალიას მოუგებენ და მაშინ საქართველო-ფიჯის მატჩში დამარცხებული ფაქტობრივად გავარდნილია, ბოლო მატჩის მიუხედავად. ეს ფიჯიმაც იცის და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო მომდევნო თამაშში, თორემ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება (ღმერთმა ნუ ჰქნას)
qomagi
13 ივნისი 2019 11:07
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ