U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" შარშანდელი შედეგის გამეორებას შეეცდება - პირველი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩში შოტლანდიას 17:12 სძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და ნახევარფინალში ფიჯის დაუპირისპირდება, რომელიც უკანასკნელ ტურში უელსთან 28:44 დამარცხდა.

გამარჯვების შემთხვევაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" 9-11 ადგილებისთვის პლეი-ოფის ფინალში შოტლანდიასა და იტალიას წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო თუ ფიჯისთან წააგეს, მათ შორის დამარცხებულს გასავარდნ მატჩში დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შარშან ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა და ამ
შედეგის გამეორება შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველო ხვდება ფიჯის, შოტლანდია - იტალიას. ამ ორ წყვილში გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე ერთმანეთში ითამაშებენ მე-9 და მე-10 ადგილებისათვის, ხოლო ამ ორ წყვილში დამარცხებულები - მე-11 და მე-12 ადგილებისათვის. მე-12 ადგილოსანი დაქვეითდება ე.წ. მეორე დივიზიონში (20 წლამდელთა მსოფლიო ალაფის გათამაშებაში).
ირაკლი
16:31 13-06-2019
0
მაშინ, გამოდის, რომ ჯობდა შოტლანდიასთან წაგვეგო?( ამ შემთხვევაში ჯერ იტალიას შევხვდებოდით და წაგების შემთხვევაში კიდევ გვექნებოდა მეორე შანსი- შოტლანდია - ფიჯის შორის დამარცხებულთან) და ორი თამაშიდან გვექნებოდა არგავარდნის შანსი? ასე გამოდის?
dave
15:42 13-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ