ღმერთო ჩემო! ქართველებმა მიწასთან გაასწორეს ფიჯელთა პირველი ხაზი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: rugby.ge/Guille Buelga

"უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და ფიჯის ნაკრებების მატჩისას World Rugby-მ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით Monster scrum from Georgia ("ქართველთა დაუნდობელი შერკინება").

ვიდეოკადრები პირდაპირი რეპორტაჟიდან იყო ამოჭრილი და აღფრთოვანებული კომენტატორების ხმა ისმოდა:

"ძლიერი შერკინება ქართველთა მხრიდან და ღმერთო ჩემო! მათ მიწასთან გაასწორეს ფიჯელთა პირველი ხაზი!"

საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების სიძლიერე შერკინებაში საიდუმლო არაა. 17 ივნისს გამართულ შეხვედრაში ახალგაზრდა ფიჯელების წინააღმდეგ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

შეგახსენებთ, 81-ე წუთზე დადებული ლელოთი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფიჯის გუნდს მოუგო და მომავალ წელსაც ითამაშებს 20-წლამდელთა
მსოფლიო ჩემპიონატზე.

altU20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
საძოვარია თუ მოედანი??
T.q
18 ივნისი 2019 13:32
0
კაცები არიან ძმაო კაცები და იბრძვიან,ყველა სპორტში ასეა უნდა იბრძოლო ბოლომდე,რო რამეს მიაღწიო. ჩვენ ზოგიერთ ქეთინო ფეხბურთელებს უნდა ანახო ეგ.. 1 გოლს გაუშვებენ და თამაში დასრულებული,რო გონიათ.
გოგა
18 ივნისი 2019 12:47
2
მაინც რა ცუდი მოედნებია.
ddgfdf
18 ივნისი 2019 12:29
0
ფეხბურთელებს აჩვენეთ ეს ვიდეო..
ქუთაისელი
18 ივნისი 2019 11:23
1
მაგარი სულის და ძალის ბიჭები!!!! ყოჩაღ!!! მჯერა, რომ ასეთი ბიჭებით ბევრ წარმატებებს მივაღწევთ. გაიხარეთ!
გიორგი
18 ივნისი 2019 11:06
0