U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 ივნისს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 17:29 დამარცხდა.

მატჩი იტალიელთა შეტევებით დაიწყო და მე-14 წუთზე ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" უპირატესობას დაეუფლნენ, შეუტიეს, მაგრამ მეტოქე დაცვაში კარგად თამაშობდა და მწვავე კონტრშეტევებით გვპასუხობდა.

33-ე წუთზე მსაჯმა სიმსივე გააძევა და იტალიამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. ბოლოს კი რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა საჯარიმო მოიპოვა, რომელიც აბჟანდაძემ გამოიყენა და პირველი ტაიმი 3:7 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ უფრო სახალისო თამაში წავიდა და აბჟანდაძე-ქავთარაძე-თაფლაძის იერიში ლელოთი დაგვირგვინდა, აბჟანდაძემ
გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა.

ამას ალანიას ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰვყვა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" 17:7 დაწინაურდნენ.

სამწუხაროდ, მერე მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, სამი ლელო და სამი გარდასახვა გამოიყენა, ორი საჯარიმოდან ერთი და 17:29 დავმარცხდით.

ხაზი | ბექები:
15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:

1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (ორიაკი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 7. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:
16. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 17. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 20. კობა კოლოტაური (ლელო), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. ზურა ქავთარაძე (ხარები), 26. ბექა ყორიაული (ლელო), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

2 ლელო: თაფლაძე, ალანია
2 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი:
ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი
მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიასთან უშუალო კონკურეტთან არ უნდა ვაგებდეთ თან ასე ადვილად ზერლანდიასთან ვითამაშეთ მაქსიმალურად მომეწონა აბჟანდაძე რომ არა ნაკლები ანგარიშით წავაგებდით და მოვუგეთ საკმაოდ ძლიერ ფიჯის მორჩა იმედი მაქ შემდეგ წელს უკეთ გამოვალთ
NIGHT
23 ივნისი 2019 19:19
0
იტალიელთაგან ყველაზე კარგად მსაჯმა ითამაშა.
ნათია
23 ივნისი 2019 13:00
1
მადლობა თედოს და მის გუნდს
geno
23 ივნისი 2019 11:43
1
საიდან ასეთი მაზოხისტური ვაიუშვეკებელი? ზოგიერთებმა წაიღეს ტვინი პირდაპირ. გვაჯობეს, ყველა ნაკრები დაგვიმარცხეს, გვჯობიან.. ხალხო, ცოტა გონება დაძაბეთ. წელს მოგვიგეს, შარშან კი ჩვენ მოვუგეთ.
მთლიანობაში დაახლოებით ერთ დონეზე ვართ.
Irakliy
23 ივნისი 2019 11:42
6
დიდი მადლობა ამ ახალგაზრდებს მათ ყველაფერი წინააქვთ, მალე დადგება ის დრო როცა იტალიელებს ყველა დონეზე დავამარცხებთ,იმიტომ რომ ამ ბიჭების მჯერავს!! სამწუხაროდ დღეს იტალიელები ჩვენზე ძლიერები არიან ორივე ნაკრები დაგვიმარცხეს....მაგრამ არასუშავს ყველაფერი წინაა
niko
23 ივნისი 2019 10:08
9
ხელით თამაში, სწრაფი სირბილი და კოორდინირებული მოძრაობა დასახვეწია.
****
23 ივნისი 2019 09:25
1
ცუდად ითამაშეს, ბოლო 20 წუთი საშინლად, მეტოქე კი ძალიან პრინციპული გვყავდა.
dato
23 ივნისი 2019 08:45
0
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის!!! აი მწვრთნელთა გუნდი კი აშკარად შესაცვლელია, ახალი სისხლი სჭირდება ახალგაზდულ ნაკრებს...
Buka
23 ივნისი 2019 08:30
4
გვაჯობეს აქაც იტალიელებმა და ვაღიაროთ რო ჯერჯერობით მაგათ დონეზე ვერ ვართ ვერცერთი ნაკრები
ქართველი
23 ივნისი 2019 00:41
33
არგენტინამ თავი შეირცხვინა,როგორც ტურნირის ორგანიზებით,ისე რეპორტჟების დაბალი ხარისხით და სულ ბოლოს მათი მსაჯების ობიექტურობით.მათ ჩვენი შერკინება გაანეიტრალეს და მთავარი იარაღი წაგვართვეს,ყველა სადაო და ზოგჯერ უდაო ეპიზოდიც მეტოქის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.ჩვენ გუნდს კი აშკარად დაეტყო,რომ ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ერის გუნდები აღარ მონაწილეობენ და სწრაფი თამაშის პრაქტიკა აღარ აქვთ.თუ რაიმე სწრაფად არ შეიცვალა,ეს რეგრესთან მიგვიყვანს.უკვე ეს ნაკრები იძულებული იყო უფრო ძალისმიერად ეთამაშა,ვიდრე წინა ფორმაციის ნაკრებები თამაშობდნენ,შემდგომში კი მდგომარეობა,უფრო გაუარესდება და ჩვენი მთავარი მიზანი,გადავსულიყავით სწრაფ ,ხელდახელ რაგბიზე,შეუსრულებელი დაგვრჩება.იტალიელებმა თავისი ძირითადი შემადგენლობის ხალხი,მატჩის ბოლოსაკენ შემოუშვეს და ჩვენმა სათადარიგოებმა,მათ სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.თუმცა პროგრამა მინიმუმი შესრულებულია და შეტევაში ასეთი პრობლემებით ათეულში მოხვედრა,ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.მადლობა ჩვენ ბიჭებს გაუტეხელი საბრძოლო სულისათვის და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს, მომავალ კარიერაში.
სოსო
23 ივნისი 2019 00:37
2

ასევე დაგაინტერესებთ