თედო აბჟანდაძე: მატჩის შედეგით გახარებულები არ ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იტალიის 20-წლამდელთა გუნდთან მარცხის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა:

"მატჩის შედეგით ნამდვილად არ ვართ გახარებულები, თუმცა ეს ჩვენი მეოთხე ასპარეზობა იყო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და ბედნიერები ვართ, რომ ადგილი შევინარჩუნეთ.

პირადად მე ძალიან მიხარია, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მესამედ ვითამაშე, რადგან ეს ძალიან კარგი ტურინირია."

ამის შემდეგ ინტერვიუერმა წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ იმედია, თედოს მსოფლიო თასზე ვიხილავთ, რაზეც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა უპასუხა: "მეც ამის იმედი მაქვს."

შეგახსნებთ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის
უკანასკნელ მატჩში იტალიასთან 17:29 დამარცხდნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რომ არა მსაჯის დახმარება , იტალიას დიდი ანგარიშითაც მოუგებდით , მარა ამ უკანასკნელმა ბიჭები სულიერად გატეხა ...
და ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს ?
ბესო
23 ივნისი 2019 22:34
0
სულიერად გატეხა?სულიერად არა,მაგრამ ის მანძილები რაც ჯარიმების აუტში გადატანით უნდა მოგვეგო,ბრძოლით გადასალახავი გაგვიხდა და ბიჭები დაიღალნენ,ჩვენი გუნდი ხომ ძირითადად მაინც ფიზიკური ზეწოლით ცდილობდა ამ ტურნირზე თამაშს,მსაჯებმა კი გვაიძულეს ორმაგი დატვირთვები მიეღოთ და ფიჯისთან უმძიმესი მატჩის შემდეგ,ძალები უბრალოდ აღარ ეყოთ.ეს აშკარად ჩანდა ბოლო 20 წუთში.შეიძლება ითქვას,რომ მსაჯებმა თავისი მსაჯობით მთლიანად დაარღვიეს ჩვენი ნაკრების სათამაშო გეგმა და განსაზღვრეს იტალიელთა გამარჯვება.სხვა შემთხვევაში იტალიელები თამაშის ბოლოსკენ ასე ვერ გალაღდებოდნენ და აღარც ანგარიში იქნებოდა ისეთი მოკრძალებული,რომ მათ ბრძოლას,აზრი შერჩენოდა და აღარც ჩვენები იქნებოდნენ ასე არაქათ გაცლილები.
სოსო
24 ივნისი 2019 09:22
0