ასაკობრივი ნაკრები

rugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს

AutoSharing Option
rugbypass.com-მა რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა, პერსპექტიულთა შორის იოანე იაშაღაშვილი (სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა) და თედო აბჟანდაძე გამოარჩია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს 20-წლამდელთა ყველაზე საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე ტურნირი იყო.

იაშაღაშვილი: "ჯორდან ჯოზეფი, ბაუტისტა პედემონტე და ფენდულანი ბუჰელეზი არა მარტო პერსპექტიულები არიან, არამედ მომავალში საკუთარ თავს კიდევ უფრო წარმოაჩენენ. მათ კარგად იასპარეზეს, მაგრამ გამორჩეული იაშაღაშვილი გახლდათ. ამ მორკინალის მობილურობა დიდად დაფასდება პირველ ნაკრებში. სავსებით შესაძლებელია, მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს".

აბჟანდაძე: "ქართველი ნახევარმცველი
სინამდვილეში არ არის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, საიერიშო მსხვილკალიბრიანი იარაღი, მაგრამ "ბორჯღალოსნებში" თამაშის გამოცდილება გააჩნია. მან უკვე წარმოაჩინა თავი მილტონ ჰეიგის კრებულში და ეს 20 წლამდე ასაკში მოახერხა. არგენტინაში მისმა კარგმა თამაშმა ტესტ-მატჩების წინ საქართველოს პირველ ნაკრებში დამკვიდრების შანსები კიდევ უფრო გაზარდა".

altღმერთო ჩემო! ქართველებმა მიწასთან გაასწორეს ფიჯელთა პირველი ხაზი! [VIDEO]

altU20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

altrugbypass.com: "ლელოელები" პროგრესირებენ - თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა

altმადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

altU20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]