ილია მაისურაძის შეგირდებმა სექტემბრიდან დღემდე რამდენიმე შეკრება გაიარეს და დეკემბრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან თბილისში ორი საკონტროლო მატჩიც გამართეს. 13 თებერვალს "უმცროსი ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მორიგ, 3-დღიან შეკრებაზე შევიდა, რომლის მიზანი საფრანგეთში გამგზავრებამდე წინა შეკრებებზე განვლილის გამეორებაა.
ამჟამად შეკრებაზე მხოლოდ ის მორაგბეები არიან, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ და ის 16 თებერვლამდე გაგრძელდება. გუნდი საფრანგეთში 21 თებერვალს მიემგზავრება და ჩრდილოეთში, ლილის მახლობლად დაბინავდება, სადაც
საფრანგეთში გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დაემატება, მოთამაშეთა ნაწილს კი მწვრთნელები მომდევნო ტურნეზე, სამხრეთ აფრიკაში დაიმატებენ, სადაც აპრილის ბოლოს გაემგზავრებიან.
შეკრებაზე არიან
შერკინება: ლუკა ახვლედიანი (არმაზი), მამუკა მსტოიანი (აკადემია), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი); გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი), საბა ხონელიძე (აია), გიორგი ტყეშელაშვილი (იუნკერები), ლევან სანიკიძე (არმაზი), ნიკა ნარმანია (არმაზი), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი); ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი), გიორგი სინაურიძე (აია), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), ლუკა კოხია (არმაზი), ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), დავით ლომიძე (ხარები), საბა კურტანიძე (ხვამლი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი)
ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი); სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გივი ცინცაძე (არმაზი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ნიკოლოზ ძნელაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია)
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით