U20 - სამხრეთ აფრიკის დომინირებით

AutoSharing Option
სტელენბოშში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მესამე მატჩში სამხრეთი აფრიკა სრულად დომინირებდა, ექვსი უპასუხო ლელო გაიტანა, ყველა გარდასახა და 42:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა, მეტოქემ კი ორი ლელოს გატანა მოახერხა.

ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზე ვაჟა მიქაძეს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ძელს გაარტყა. 20 წუთის შემდეგ მეტოქემ ჩვენი შეცდომების და ფეხით კარგად თამაშის ხარჯზე შეძლო ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა, 26-ე წუთზე შეტევა მოკლე ფრთაზე გააგრძელა, ხაზი გაიჭრა და შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. 31-ე
წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქის 22-ში მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარა და სინბინის შემდეგ მეტოქე მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ 5-მეტრიან შერკინებაში დავჯარიმდით და კვლავ უკან დახევა მოგვიწია. ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ჯარიმა გაუცუდდათ, თუმცა მეტოქე ჩვენს 22-ში დარჩა, მოკლე დარტყმებით შემოგვიტია და მეორე ლელო გაიტანა – 0:14.

შესვენებისას მეტოქემ ცვლილებებს მიმართა, ტემპს უმატა და სრულ უპირატესობას დაეუფლა. მართალია, მათ კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდათ, თუმცა ერთი წუთის ინტერვალში სინბინით ლაშა ციხისთავი და ნიკა სუთიძე დავკარგეთ და მოედანზე 13 კაცის ამარა დავრჩით. „ჯუნიორ ბოკემ“ 5-მეტრიანი შერკინებიდან ერთი ლელო იქვე გაიტანა, 61-ე წუთზე კი ხაზი გაიჭრა და მეოთხე ლელო მივიღეთ. დასკვნით 10 წუთში ერთი ლელო ფეხით ცუდად მოგერიების შემდეგ, კონტრშეტევით გავუშვით, ხოლო მეორე ჯარიმის სწრაფად გათამაშების შედეგად და მასპინძლებმა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში არგენტინამ ურუგვაის 35:12 მოუგო. 3 ივლისს სამხრეთი აფრიკა ფინალში არგენტინას, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კი მე-3 ადგილისთვის ურუგვაის შეხვდება.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთი აფრიკა. სტელენბოში
მესამე ტური. 28 ივნისი.
საქართველო v სამხრეთი აფრიკა 0:42 (0:14)

საქართველო


ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი, 14. შალვა აფციაური, 13. ლაშა ცხოვრებაძე, 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი, 11. საბა არჩვაძე, 10. ვაჟა მიქაძე, 9. გიორგი კურტანიძე;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. თამაზ ჯიმშელეიშვილი, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. გურამ ღანიაშვილი, 6. რატი ზაზაძე, 7. ლაშა ციხისთავი, 8. პაატა გალდავა.

მარქაფა: 16. დავით გველესიანი, 17. ირაკლი აფციაური, 18. ბადრი ციხისთავი, 19. ნიკოლოზ სუთიძე, 20. ბექა გელხვიძე, 21. ლუკა არჩვაძე, 22. პეტრე ხუციშვილი, 23. გიორგი ჩიქოვანი, 24. დავით იმნაძე, 25. კოტე იაშვილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი მწვრთნელი უნდა ახალგაზრდებსა და კაცებსაც. დროა კავშირის ახალმა გამგეობამ მუშაობა დაიწყოს ან სახლში წავიდეს.
გიორგი
11:24 30-06-2021
0
რა პრინციპია მხოლოდ ლელოს მოთამაშე ახალგაზრდებით ნაკრების დაკომპლექტება, სხვა კლუბებს არ ყავს ნიჭიერი მოთამაშეები? სამარცხვინო გამოსვლაზე მთლიანად პასუხისმგებელია ფედერაცია, რომელმაც ვერც ნორმალური მწვრთნელი შეარჩია და ვერც სწორი სელექცია უზრუნველყო
tttt
23:50 28-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ