20-წლამდელების 6 ერის ზაფხულის სერიები - როტაციით უელსთან

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის 9 მოთამაშე შეცვალა.

ხაზის მოთამაშეებიდან ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრმა თორნიკე კახოიძემ და ფრთებმა – გაგა ქევხიშვილმა და შალვა აფციაურმა. სრულად შეიცვალა ღერძი და თამაშს კოტე იაშვილისა და მატის მოდებაძის წყვილი იწყებს. ცენტრში გამოჩნდა იოანე მეტრეველი და ლუკა სახელაშვილი. ყველა ეს მოთამაშე იტალიასთან მარქაფაში იყო.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველ ხაზი და მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდნენ გიორგი მამაიაშვილი, გიორგი მაისურაძე და ბადრი ციხისთავი. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე
ბურდულმა, რომელსაც ამჯერად გიორგი კერვალიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ლაშა ციხისთავი და ბექა შვანგირაძე, ფლანკერად კი რატი ზაზაძე დაწინაურდა.

პირველ ტურში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მასპინძელ იტალიას 3 ლელო გაუტანეს, თუმცა თავად ხუთი მიიღეს და მასპინძლებმა 36:19 მოიგეს, ხოლო უელსმა შოტლანდია 45:15 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს:

„იტალიასთან კარგი საწყისი 15 წუთი გვქონდა, მაგრამ თამაში 80 წუთი გრძელდება. წელს ეს ჩვენი პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო და ვფიქრობ, მატჩიდან მატჩამდე გაუმჯობესება გვექნება. იტალიასთან ფეხით თამაში დავთმეთ, რის გამოც საკუთარ ნახევარზე დიდი დრო გავატარეთ და იტალიის ძალიან კარგმა გუნდმა ამით ისარგებლა. ჩვენი მიზანია, რომ უელსთან ეს კომპონენტები გამოვასწოროთ. განვლილ მატჩში ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და ბოლომდე იბრძოლეს. ვეცდებით, მომავალში ჩვენი შანსები უკეთ გამოვიყენოთ. სწორედ ასეთი შეხვედრებით გავიზრდებით და დავინახავთ, სად გვაქვს მეტი სამუშაო ჩასატარებელი“.

20-წლამდელთა 6 ერის ზაფხულის სერიები
30 ივნისი. ტრევიზო. მეორე რაუნდი (19:00)
უელსი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ბადრი ციხისთავი (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 17. დავით გველესიანი (პროვანსი, საფრანგეთი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 19. პაატა გალდავა (აია), 20. ბექა გელხვიძე (ლელო); 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 23. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 24. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 25. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაში ორი ტაიმია პატივცემულებო...
....
20:58 30-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.